ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩაზე ქალაქის ცენტრში აბონენტების ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ მიწისქვეშა ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს.
ახალი ხაზი გაყვანილია 280 მეტრიან მონაკვეთზე, ერთი ტრანსფორმატორიდან მეორეზე.
„ჩვენი კომპანია ერთი ტრანსფორმატორიდან გადატვირთის გადატანის მიზნით სამუშაოებს ახორციელებს, საერთო მიზანია ჩვენი აბონენტების ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესება“, – აცხადებენ Energo Pro Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
ახალი ხაზის პროექტი მიმდინარე კვირაში დაიწყო და მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ნალბანდიანის 280 მეტრიან მონაკვეთზე მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის სამუშაოების დროს მთელ სიგრძეზე ორმო გაითხარა. შედეგად ნალბანდიან-ჩარენცის კვეთა მანქანების გადაადგილებისთვის გადაკეტილია.