ახალქალაქმა საახალწლოდ მორთვა ორი კვირის წინ დაიწყო,გუშინ კი ხას ბახჩას ქალაქის პარკში ახალქალაქის მთავარი საახალწლო ხის მონტაჟი მიმდინარეობს. საახალწლო დღესასწაული 25 დეკემბერს ჩატარდება.

წელს, ხას ბახჩა ქალაქური პარკის გარდა, საზეიმოდ მოირთო ახალქალაქის მერიის წინ პატარა მოედანი, ასევე წელს რეაბილიტაციულ ჯივანის პარკს და ფიგელ ელენას სახელობის პატარა პარკს. ასევე, კულტურის სახლის წინ ტრადიციული განათების ინსტალაცია „2024“ გაჩნდა. 18 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობდა. უკვე ორი წელია რაც ნაძვის ხე ქალაქის ხას ბახჩას პარკში მონტაჟდება.

ახალქალაქში სადღესასწაულო ღონისძიება ნაძვის ხის განათებით, დიდი საკონცერტო პროგრამით და ფეიერვერკით გაიმართება, რისთვისაც 100 000 ლარია გამოყოფილი.

დაწვრილებით ამის შესახებ:

ახალქალაქში ახალი წლის მასშტაბურ აღნიშვნას გეგმავენ

აღვნიშნოთ, რომ წელს საახალწლო მორთულობისთვის ცალ-ცალკე 56 700 ლარი გამოიყო.

საახალწლო განათების ანთება და სადღესასწაულო ღონისძიება 25 დეკემბერს გაიმართება. ზეიმი 14:00 საათზე ორკესტრისა და კოსტუმირებული პერსონაჟების აღლუმით დაიწყება. 14:00-დან 19:00 საათამდე საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვის გამოფენა მოეწყობა, სადაც თბილი სასმელების და ტკბილეულის შეძენაა შესაძლებელი. ბავშვებს ელოდებათ საბავშვო სივრცე და საახალწლო სათამაშოების დამზადება.

კონცერტებზე ადგილობრივი არტისტები წარდგებიან. ასევე გაიმართება ილუზიონისტების ჩვენება, ზღაპრის გმირების მსვლელობა და ბავშვები თოვლის ბაბუას შეხვდებიან.

წარდგება მედოლეების ორკესტრი, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებების დასასრულს, 17:00-დან 19:00 საათამდე, ახალქალაქელებს კონცერტი ელოდებათ, რომელზეც ალეგრო, შოუ რეზო და ბავშვები გამოვლენ. ღონისძიებები ფეიერვერკით დასრულდება.