ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს კლუბის გასარემონტებლად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 143 460 ლარი გამოყო. სამუშაოებზე ტენდერი უკვე შედგა და ინდმეწარმე არტურ პეტროსიანმა 127 780 ლარით გაიმარჯვა. სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
სოფელ კოჩიოს კლუბი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ჭერი დანგრეულია, ფანჯრებზე მინა არ არის, დარბაზი ნაგავით არის სავსე. სკამები ობობის ქსელითა დაფარული, კედლები ჭუჭყიანი და ნესტის გამო ბათქაში ცვივა, იატაკი დამპალია.
მიუხედავად ამ მდგომარეობისა, სოფელს ჰყავს ცეკვის ჯგუფი, რომელიც კონკურსებში საპრიზო ადგილებს იკავებდა. ბავშვები ანსამბლის ხელმძღვანელთან ერთად იმ კლუბის დერეფანში მუშაობდნენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარემონტდა, როგორც სოფლის მცხოვრებლების ზამთრის პერიოდის დროის გასატარებელი ცენტრი.
კლუბის ცუდი მდგომარეობის შესახებ JNEWS-მა არაერთხელ დაწერა. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტმა კლუბის გასარემონტებელი სახსრები გამონახა. ტენდერში ერთადერთი მონაწილე ინდმეწარმე არტურ პეტროსიანი იყო. ამჟამად დოკუმენტების შეფასების და შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 15 აპრილს დაიწყება. სამუშაო 60 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ჩატარდება სახურავის რეაბილიტაცია, დამონტაჟდება ახალი, ცალკე კარი, ახალი ფანჯრები, დამონტაჟდება ახალი სცენა და 100 მაყურებელზე გათვლილი სკამი.
კოჩიოს კლუბი დანგრევის პირას არის
კკოჩიო – ანსამბლი არის, კლუბი ავარიულ მდგომარეობაშია