ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოჩიო რუტინულად ცხოვრობს. მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ახალგაზრდებს კი არაფერი აქვთ საკეთებელი. მაგრამ სოფლის ანსამბლი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მათი შენობა ინგრევა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოჩიო ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, დაახლოებით 25 კმ მანძილზე. სოფელში 85 ოჯახი ცხოვრობს, ოდესღაც კი მათი რიცხვი 110 იყო.
სოფელს აქვს გაზი, საბავშვო ბაღი, სარწყავი სისტემა, მაგრამ სასმელი წყალი – არა. გზა მხოლოდ სოფლის ცენტრშია დაგებული. განათებაც მხოლოდ მთავარ ქუჩაზეა.
სოფელს საცეკვაო კლუბი ჰყავს, მაგრამ მათი შენობა ინგრევა. როგორც ადგილობრივები ამბობენ ეს კლუბი ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მუნიციპალიტეტში, ის 1957 წელს ააშენეს და ახლა ავარიულ მდგომარეობაშია. ჭერი ჩამონგრეულია, ფანჯრებში მინები არ არის, დარბაზი ნაგვით არის სავსე. სკამები ობობის ქსელით, ხოლო კედლები ჭუჭყითაა დაფარულიანი. ბათქაში ნესტის გამო ცვივა, იატაკი უკვე დამპალია.
სოფლის მოსახლეობას ეს მდომარეობა ძალიან აშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის შენობა დაინგრა, სოფლის საცეკვაო ჯგუფმა კონკურსებზე პრიზები მაინც მოიპოვა. ბავშვები ანსამბლის ხელმძღვანელთან ერთად კლუბის დერეფანში მეცადინეობენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარემონტდა, რათა ზამთარში სოფლის მოსახლეობა გასართობად აქ შეკრებილიყო.
სოფელ კოჩიოში მერის წარმომადგენლის ანდრანიკ ოჰანჯანიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კლუბის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია.
„არჩევნებისას მოვიდნენ და დაათვალიერეს. თქვეს, რომ ახალი შენობა იყო საჭირო, რადგან რეაბილიტაცია შედეგს ვერ გამოიღებდა. მაგრამ სამუშაოებს როდის დაიწყებენ, უცნობია“, – განმარტა ანდრანიკ ოჰანჯანიანმა.
ახლო მომავალში მერიაში იმ პროექტებზე იმსჯელებენ, რომლებიც სოფლებში განხორციელდება. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა დღის წესრიგში კოჩიოში კლუბის აშენების საკითხი, გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილებას განხილვების შემდეგ მიიღებენ.
კოჩიოს მცხოვრები ბალასანიან რადიკი ჩივის, რომ ახალგაზრდებს დროის გასატარებელი ადგილი არ აქვთ, განსაკუთრებით ზამთარში. სოფლის მოსახლეობას სურს სოფელს სპორტული კლუბი, დახურული სივრცე, დროის გასატარებელი ადგილები ჰქონდეს.
მცხოვრებლები ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, მაგრამ საქონლის შესანახად საძოვრები ცოტაა.