ხავეთი-დავნია-ერინჯას 5,5 კილომეტრის სიგრძის გზაზე ბეტონის სამუშაოები დასრულდა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ამ გზის მშენებლობა მრავალწლიანი პროექტია, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება. გზის დარჩენილი მონაკვეთი 4 კმ 700 მ სიგრძით 2024 წელს აშენდება.
ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის 5,5 კმ-იან მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი აშენდა. გზის მშენებლობის საწყისი ღირებულება 2 619 220 ლარია, ეს მრავალწლიანი პროექტია. მშენებლობაზე წელს 500 000 ლარი გამოიყო, საიდანაც 200 000 ლარი გამოყო მაღალმთიანმა ფონდმა, ხოლო 300 000 ადგილობრივმა ბიუჯეტმა.
ამის შესახებ Jnews-ს ხავეთის ტერიტორიული ერთეულიდან არჩეულმა ახალქალაქის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჰრაჩია მოვსესიანმა აცნობა.
„თუ ამინდის პირობები საშუალებას მოგვცემს, ჩვენ დავასრულებთ გზასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოს, თუ არა, მაშინ პროექტის დასრულების ბოლო ვადაა 2024 წლის აგვისტო და ყველა სამუშაო მანამდე დასრულდება. საერთო ჯამში, დაგეგმილზე 270 მეტრით მეტი გზა აშენდა. კმაყოფილი ვარ შედეგებით, მშვენიერი სამუშაო გაკეთდა”.
აღვნიშნავთ, რომ ახლად აშენებული გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამი სოფლის მოსახლეობისთვის: ხავეთის, დავნიასა და ერინჯის. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ შორეულ სოფლებს ქალაქთან აკავშირებს.
ზამთარში, დიდთოვლობის დროს, ამ სოფლებისკენ მიმავალი გზა ხშირად იკეტებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ტაქსის მძღოლებს გაზაფხულზეც უჭირდათ ხავეთში წასვლაზე თანხმობის მიცემა, გზის ცუდი მდგომარეობა აფერხებდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასაც და მნიშვნელოვნად იმოქმედებდა მათ ფასებზე.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
რა აიძულებს ხავეთელებს მშობლიური ადგილების დატოვებას?
ხავეთის უსაზღვრო, უსასრულოდ მოუგვარებელი პრობლემები
ბეტონის გზის მშენებლობამ ხავეთელებს შორის იმედი გააღვიძა
ხავეთელები უჩივიან გზას, რომელზეც «კი არ მოძრაობენ, არამედ ცურავენ»