ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი ქალაქიდან 33 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მაგრამ ამ სოფლამდე მისვლას 3 საათი სჭირდება, რადგან გზები უიმედო მდგომარეობაშია. ხავეთი – ამ მიმართულებით ბოლო სოფელია, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. სოფლისკენ მიმავალი გზა ვიწრო და ქვიანია, დიდი ორმოებით, რომლებიც წვიმის წყლით ივსება და თვეობით არ შრება. აყროლებული წყალი აქეთ-იქით იწუწება, უსასრულო პრობლემებს შორის ხავეთის მცხოვრებლები უპირველესად უგზოობას ასახელებენ.
სოფელ ხავეთის ცენტრში შეკრებილი ახალგაზრდები და მოხუცები ამბობენ, რომ გზის პრობლემა, რომელიც სხვა დანარჩენი პრობლემების მიზეზია, თუ მოგვარდება, ავტომატურად მოგვარდება სხვებიც.
„ზოგადად, თუ ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაშინ ისინი უსასრულოა, გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს, როგორც ხედავთ, არის გზების სავალალო მდგომარეობა. ბევრჯერ მივსულვარ ახალქალაქში თანასოფლელებთან საჩივრად, მაგრამ არავითარი ცვლილება, დახმარება. ახლა, თვენახევრის წინ, გზები ქვიშით გადააფარეს, რამაც კიდევ უფრო გაართულა მოძრაობა“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, ფარნავაზ სიმონიანი.
ანდრანიკ პეტროსიანი ამბობს, რომ როგორც გაიგეს, კანონპროექტი არსებობს, მაგრამ განსახილველად დააბრუნეს.
„ამბობენ, გზის შეკეთებისთვის თანხა გამოიყო, ახლა კი საწვავის გაძვირების გამო პროექტი უკან დააბრუნეს, რათა ცვლილებები შეიტანონ. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და თუ რამეს ვიკითხავთ, მატყუებენ. ყველა ერთნაირად პასუხობს, თითქოს ყველა ერთმა დედამ გააჩინა”.
გზების რემონტს სოფლის მცხოვრებლებისთვის ერთი მიზანი აქვს: სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად მივა სოფელში.
“მამაჩემი ცუდად იყო, ზამთარი იყო, გზები დაკეტილი, სასწრაფო დახმარების მანქანა გაიჭედა. სანამ დავრეკე, სოფელ მიასნიკიანამდე მოვიდნენ, იქიდან უკვე ვეღარ მოახერხეს გამოსვლა, აი, ასეთი მდგომარეობაა”, – ამბობს ლიპარიტ პეტროსიანი.
მისი შვილი, არსენ პეტროსიანი თვალცრემლიანი იხსენებს იმ შემთხვევას.
“ერთი სურვილი მაქვს, რომ გზები იყოს გარემონტებული, რათა სხვა ბაბუები არ მოკვდნენ ისევე, როგორც ჩემი ბაბუა”.
ერთხელ სომხეთიდან 16 ადამიანი ჩამოვიდა, სოფლის გზა დაკეტილი იყო, ისინი მერიაში წავიდნენ იმის სათქმელად, რომ სოფლამდე მისვლა ვერ შეძლეს და ქუჩაში დარჩნენ, ერთმა ყოფილმა მერმა თქვა, – რატომ ცხოვრობთ ამ სოფელში და კიდევ უკმაყოფილო ხართ?
ხავეთის მოსახლეობას მოჰყავს კარტოფილი და მეცხოველეობას მისდევენ. თუმცა, საკუთარ მოსავალს ვერ ყიდიან. კარტოფილის კლიენტი მათ სოფლამდე ყველაზე ბოლოდ მიდის, როცა სხვა სოფლებში კარტოფილი უმთავრდებათ.
“მანქანაში 3 ტონა კარტოფილს ვტვირთავთ, რათა თბილისში გასაყიდად წავიღოთ. სოფელ სულდამდე გზის გავლას 2 საათი სჭირდება. ჩვენ კარტოფილს 15 თეთრის იაფად ვყიდით, ვიდრე სხვა თანასოფლელები, ან მიგვაქვს საბითუმოში, რათა მოვიდნენ და იქიდან წაიღონ”, – ამბობს ხავეთის მკვიდრი.
“ეს რა გზა არის? ქალაქში ჩასასვლელად 50 ლარს ვიხდი, დიდი შოთა რუსთაველის სურათი დავდე და 11 ლიტრი საწვავი ვიყიდე, მთელ ფულს ვხარჯავთ გზაზე, ხედავთ გზების მდგომარეობას? ჩავალთ ქალაქამდე და იქ გავდივართ შუქნიშნის ქვეშ, თუ ადრე ტექდათვალიერების არ გავლისთვის ჯარიმა 50 ლარი იყო, ახლა 150. ახლა გვითხარით რა ვქნათ?“ – ამბობს ანდრანიკ პეტროსიანი.
აღსანიშნავია, რომ სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დავნია-ჰავეტის გზის სარემონტო პროგრამის თანადაფინანსებისთვის 667 031 ლარია გამოყოფილი. მსოფლიო ბანკი აგრძელებს ახალქალაქში სოფლის გზების ბეტონის საფარის მოწყობის დაფინანსებას. უკვე აღდგენილია გზის 2 კმ. სამუშაოების გასაგრძელებლად მსოფლიო ბანკმა 4 446 870 ლარი გამოყო, ანუ თანხის 15% კი ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებაა.
ხავეტის მაცხოვრებლები ოცნებობენ ჰქონდეთ საკუთარი მაღაზია. როგორც კი სოფლელები ქალაქში ჩადიან, იმდენი რამ უნდა იყიდონ, რომ მარაგი ერთი-ორი თვე ეყოთ და მერე უნდა დარწმუნდნენ, რომ საჭმელი არ გაფუჭდეს.
სოფელს აქვს სასმელი წყალი, მაგრამ არ არსებობს სარწყავი სისტემა. წყალგაყვანილობის მილი 4 წლის წინ გაარემონტეს, 2 წელის “სოფლის დახმარების” პროგრამით გამოყოფილი სახსრები წყალგაყვანილობის ხაზის რემონტს ხმარდება.
როგორც სოფელში ამბობენ, წარმოდგენა არ აქვთ გამოყოფილი თანხიდან რა ნაწილი გაიხარჯა სოფლის საჭიროებებზე და რამდენი ჩაიდეს ჯიბეში, მაგრამ ის, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის გაკეთებული ეს ფაქტია. ვ
“ტერიტორია, სადაც წყლის მილების გადის შეღობილია, რათა საქონელი არ გადავიდეს და წყალი არ დაბინძურდეს. სეტკა ისეთი სუსტია, რომ ქარის კი აზიანებს. ახლა ხბოები თავისუფლად მოძრაობენ იმ ტერიტორიაზე, აზიანებენ მილებს, რის შედეგადაც წყალი სოფლამდე ვერ აღწევს და ისევ დაბინძურებული მოედინება“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, ლიპარიტ პეტროსიანი.
სოფელში ასევე არ აქვთ ნაგვის ბუნკერები, ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაპირდნენ კონტეინერების დადგმას, მაგრამ დღემდე არ დაუდგამთ.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის დირექტორი, მხითარ რსტაკიანი აცხადებს, ნაგვის ურნებს დადგმამდე გზების მოსწორებას ელოდებიან, რათა ნაგვის ახალი მანქანა არ დაზიანდეს.
” სოფელ პტენაში გზის მოსწორება ახლა მიმდინარეობს და 15 დღეში, კარგი ამინდის შემთხვევაში, ჰავეტში კონტეინერი დამონტაჟდება“, – ამბობს იგი.
სოფელში ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემაც არის. სოფლის ცენტრში ახალგაზრდებმა თავიანთი ძალისხმევით ძველ შენობაში ჩოგბურთის დარბაზი გახსნეს, რომელიც, როგორც კი ჩამობნელდება, ელექტროენერგიის არქონის გამო, იხურება.
ერთადერთი ნორმალურად განათლებული პუნქტი სოფელში, სკოლის შენობაა. სადაც, ასევე, პრობლემებია. მაგალითად, საკმარისი რაოდენობით მასწავლებლები არ ჰყავთ.
“მადლობა ღმერთს ისეთი დირექტორი გვყავს, რომელიც ამ პირობებშიც კი ყველაფერს აკეთებს. ჩვენი კურსდამთავრებულების 50% უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მიდიან. ძირითადად თბილისში. სომხეთში უკვე ძალიან ცოტა მიდის”, – ამბობს ფარნავაზ სიმონიანი.
ჩამოთვლილ პრობლემებს დათვების გამოჩენაც ემატება, რაც სოფელ ხავეთის მოსახლეობაში შიშს იწვევს.
“ერთხელაც, დათვი ჩვენც შეგვჭამს და ყველაფრისგან გავთავისუფლებით. ძალიან სავალალო ვითარებაა, არანაირი პრობლემა არ გვარდება”, – ამბობს ხავეთის მცხოვრები.
ამბობენ, რომ თავს ყოველთვის მეორე ხარიხსოვნად გრძნობენ. მათ სოფელში პრობლემები არა თუ არ გვარდება, არამედ ამის მცდელობაც კი არ არის.
სწორედ ამიტომ, ხავეთში ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, საცხოვრებლად სომხეთში, ან რუსეთში მიდიან.