დღეს, 13 დეკემბერს, ახალქალაქის მერიაში სოფელ ხავეთის მცხოვრებლები მივიდნენ პრეტენზიით, რომ სოფლისკენ მიმავალ და სოფელში არსებულ გზებზე მძიმე მდგომარეობაა.
სოფელ ხავეთის მოსახლეობა დღეს, ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ახლად არჩეულ მერს, მელქონ მაკარიანს შეხვდა. მანამდე Jnews-ის რედაქციას დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე დასწრება და მათი პრობლემების გაშუქება ითხოვეს. მაგრამ ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა Jnews-ის ჟურნალისტს ოფისის დატოვება უხეშად სთხოვა და თქვა, რომ ჟურნალისტი მოსახლეობამ მიიწვია და არა მან.
შეხვედრიდან გამოსულმა სოფლის მცხოვრებლებმა მერთან შეხვედრის შესახებ ორი სიტყვით გვიამბეს. მათი თქმით, მელქონ მაკარიანი არაფერს დაჰპირებიათ და განაცხადა, რომ მომავალ წელს მათი პრობლემები მოუგვარებელი დარჩება, ვინაიდან წლევანდელ ბიუჯეტში ხავეთისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული.
“არაფერი გადაწყდება, ისევ ჩვენს გაფუჭებულ ადგილს ვუბრუნდებით. მისი თქმით, დრო არის საჭირო, უნდა დაველოდოთ”, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
“ყოფილხართ ხავეთში? როგორი გზა გვაქვს, იცით? ჩვენ ბლოკადაში ვართ. უკვე ნავები გვჭირდება ქალაქამდე მისასვლელად. გზა უბრალოდ გაუვალ მდგომარეობაშია”, – ამბობს ხავეთის კიდევ ერთი მკვიდრი.
„უბრალოდ ვიტყვი, ყველა ადამიანს უნდა კომფორტი იმისთვის, რომ კარგად იცხოვროს, ადამიანმა ფულიც რომ გამოიმუშაოს, კარგი მანქანის ყიდვა უნდოდეს, ვერ იყიდის. ჩვენს გზებზე მხოლოდ ჯიპით შეიძლება მგზავრობა. გვითხრეს, რომ ეს გზა არ კეთდება“, – თქვა მეორე მცხოვრებმა.
აღვნიშნავთ, რომ პირველი სტატია სოფელ ხავეთში პრობლემურ გზებზე Jnews-ზე 2015 წელს გამოქვეყნდა. ამ ხნის განმავლობაში ამ სოფლის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.
ხელისუფლებამ არც კი იცის, რომ ასეთი სოფელი არსებობს: სოფლის მცხოვრები
Jnews-ი ამ თემას უფრო დეტალურად ამ დღეებში დაუბრუნდება.