ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ანსამბლი “მურჯი” 17 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ონლაინ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელიც კიევში გაიმართა. ანსამბლი ფესტივალის ლაურეატი გახდა.
2021 წლის 17 აპრილს კიევში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. პანდემიის გამო, კიევის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი ონლაინრეჟიმში ჩატარდა. მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა 8 ქვეყნიდან: ესპანეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ყაზახეთი, ლიტვა, უკრაინა, საქართველო. კიევიდან 15 ანსამბლი მონაწილეობდა.
”მურჯის” სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი მეტრეველის თქმით, ყველა ჯგუფი პროფესიონალი იყო.
”ჩვენი სამი ცეკვის ვიდეო გავგზავნეთ და ჟიურიმ აჭარული ცეკვა აირჩია. ამ ცეკვით ამ კონკურსის ლაურეატი გავხდით”.
2018 წლის შემოდგომით ეს ფესტივალი ახალქალაქში ჩატარდა.