16 ოქტომბერს დაახლოებით ღამის 2 საათზე ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა, ახალქალაქის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ნაცნობებთა განცხადებით, ახალგაზრდა სოფელ დადეშიდან იყო. სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მივიდა, მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის ალექსან თოროიანის თქმით, პაციენტი მიყვანიდან 5 წუთში გარდაიცვალა.
“ყველა შინაგანი ორგანო დაზიანდებული და ძვლები დამტვრეული ჰქონდა, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო”, – განმარტავს ალექსან თოროიანმა.
JNEWS-ის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. ინციდენტისას საავადმყოფოდან ბრუნდებოდა, სადაც ორსული ცოლი სამშობიაროდ მიიყვანა.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით – „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა“ – აღიძრა. ამ მუხლის მე-6 პუნქტი გულისხმობს – „სატრანსპორტო საშუალების მმართველი პირის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან საავტომობილო, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი“.
ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სამ წლამდე ვადით.