ახალქალაქის სერვისცენტრი ქალაქის გამწვანების სამუშაოებს შეუდგა.
წელს გამწვანებისათვის გამოყოფილი საერთო თანხა 4,800 ლარს შეადგენს, რომელთაგან 800 ლარი ხეების და 4000 ლარი ყვავილების დარგვაზე იყო გამოყოფილი.
საერთო თანხიდან 530 ლარი უკვე ხეების დარგვაზე დაიხარჯა, ხოლო 631,80 ლარი ყვავილების შეძენაზე იქნა დახარჯული.
სულ 700 ყვავილი და 50 ხე არის დარგული.
ყვავილები დაითესა ქალაქის ცენტრალურ “ხაც ბახჩა” პარკში, ასევე საყვავილეებში მერიის წინ და «9 აპრილის» პარკში.
აღმაშანებლის ქუჩაზე მდებარე პარკში დარგეს ხეები, იქ ასევე ვარდების დარგვაა გათვალისწინებული.