ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ფინანსური მხარდაჭერით და People in Need-თან ერთობლივად «დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების გაზრდის გზით» პროექტის ფარგლებში «ერთი სამყარო სკოლაში» პროგრამა ხორციელდება. ახალქალაქში, დედების და ბავშვების სამყაროში, სადაც LAG-ი ფუნქციონირებს, ინსტაგრამზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, ფილმის დასრულების შემდეგ ამ თემაზე დისკუსია გაიმართა.
პროექტი «ერთი სამყარო სკოლაში» პროგრამას ეფუძნება, რომელსაც ჩეხეთში, 2003 წლიდან, ორგანიზაცია People in need-ი ახორციელებს.
ორგანიზაცია People in need-ი ახალქალაქში პირველად მუშაობს და შედეგით კმაყოფილია. პროგრამა ხორციელდება იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
“People in need-ი ახალქალაქში პირველად მუშაობს და საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებთან პირველად თანამშრომლობს, ჩვენი პირველი პროექტია, რომელიც თანასწორობას მოიცავს. რასაც ჩვენ ვაკეთებდით საქართველოს დასავლეთ ნაწილში და სხვა რეგიონებში, უკვე ახალქალაქში ვაკეთებთ. ეს ჩვენი პირველი პროგრამაა და ვფიქრობ ის წარმატებულია, რადგან ჩვენ ძალიან გამოცდილი ადგილობრივი პარტნიორები გვყავს: LAG ახალქალაქი და «ქალები ჯავახეთის მომავლისთვის». ისინი ძალიან გამოცდილები არიან და საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ», – განაცხადა პროექტის მენეჯერმა, ანა კოჩუამ.
LAG ახალქალაქი ორ ჯგუფთან მუშაობს: ახალგაზრდებთან და მოზრდილებთან მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – მურჯახეთი, ჩამდურა და ხულგუმო.
პროგრამის თანახმად, ჯგუფები უყურებენ დოკუმენტურ ფილმებს და შემდეგ ნანახს განიხილავენ, ფასილიტატორებისგან ინფორმაციასა და მედიაწიგნიერების შესახებ უნარებს ღებულობენ. ახალგაზრდულ ჯგუფთან LAG-ის წევრი და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ტერეზა ჩივჩიანი მუშაობს, მოზრდილთა ჯგუფთან Jnews-ის ჟურნალისტი – შუშან შირინიანი.
პროგრამის ფარგლებში, ჯგუფებმა უნდა ნახონ 5 ფილმი, რომელთაგან ორი ფილმის ჩვენება და დისკუსია Zoom-ს პლატფორმაში ტარდება, დანარჩენი ჩვენებები კი ოფლაინ-რეჟიმში იქნება. ფილმები სომხურ ენაზე იქნება ნაჩვენები.
ანა კოჩუას თქმით, ცოცხალი ურთიერთობა, რა თქმა უნდა უკეთესია, თუმცა ამ ვითარებაში სხვა გზა არ ჰქონდათ.
ფილმების ჩვენების მიზანია სხვადასხვა თვალსაზრისის წარმოდგენა და კრიტიკული აზროვნების განვითარების და აზრთა გაცვლის უნარის ხელშეწყობა, საკუთარი აზრის გამოხატვის და სხვისი მოსაზრებების მოსმენის უნარის განვითარება. დოკუმენტურ ფილმებში რეალური ისტორიებია გადმოცემული. პროექტის მიზანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის და მოზარდებსა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.
ზრდასრულთა და ახალგაზრდათა ჯგუფი პროგრამით ძალიან კმაყოფილია, ისინი აქტიურები არიან და სიამოვნებით მონაწილეობენ პროგრამაში. შეხვედრები მწვავე დისკუსიებით აქტიურად ტარდება.
მასალა «ერთი სამყარო სკოლაში» პროგრამის ფარგლებში ქვეყნდება People in need-ის ფინანსური მხარდაჭერით.