ახალქალაქის რაიონში ის ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მედიკამენტებს, სახელმწიფოს პროგრამის ფაქგლებში, სიმბოლურად 1 ლარად ღებულობენ, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წამლების რეცეპტი უკვე მეორე თვეა გაიცემა ონლაინ, თუმცა, ახალქალაქის ერთადერთი ჰოსპიტალი ამჟამად რეცეპტებს ონლაინ არ გასცემს.
გარიკ ქამალიანი წამლებს მუდამ რეცემტით ღებულობდა, ადგილობრივი ექიმი მას სისტემატურად გასცემდა რეცეპტს, რომელიც სამ თვეში ერთხელ იწერება. ახლა, იმისათვის რომ ბენეფიციარმა მოახერხოს წამლის მიღება იგივე რეცეპტი ელექტრონულ ფორმაში უნდა შეივსოს. ქამალიანი თითქმის სამი წელია ამ პროგრამით სარგებლობს, ის მეათე წელია შაქრის დიაბეტით არის დაავადებული.
«პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩვენი პენსიონერები უფასოდ ღებულობენ არტერიული წნევისა და დიაბეტის წამლებს, ჩვენ კი სიმბოლურად, 1 ლარს ვიხდით. უკვე მეორე თვეა, რაც შეიცვალა კანონი და აფთიაქებში ელექტრონულ რეცეპტს ითხოვენ. აფთიაქი წამლებს რეცეპტის გარეშე არ იძლევა. მივდივართ საავადმყოფოში, გვატყუებენ და უკან გვაგზავნიან, ვითომ და, პატარა რაიონი ვართ და ჩვენ არ გვაძლევენ, და ეს პროგრამა შეჩერებულია»,- ამბობს ბენეფიციარი გარიკ ქამალიანი, რომელიც უკვე მესამე წელია აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ახალქალაქში მსგავსი ავადმყოფი ბევრია, მათ იგივენაირად არ შეუძლიათ ამ პროგრამით სარგებლობა, რადგან ექიმები რეცეპტს არ გასცემენ.
«არის ბევრი ადამიანი, ვისაც არ შეუძლია რეცეპტის მიღება, მე ერთადერთი არ ვარ. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკე და მითხრეს, რომ შემიძლია საავადმყოფოში მიუსვლელად ოჯახის ექიმს მივმართო და ის მოამზადებს ელექტრონულ რეცეპტს. მათთან პირადად მივდივარ და არ მაძლევენ, დარეკვით ხომ საერთოდ.
შაქრის დიაბეტის წამლები მივიღე, რადგან ეს წამლები ქაღალდის ფურცელზე დაწერილი რეცეპტით, ძველი პროგრამით მივიღე, წნევის წამლები ერთ თვეზეა გათვალილი. ახლა უკვე უნდა მივიდე და ავიღო ახალი. 10 ტაბლეტისათვის 8 ლარი უნდა გადავიხადო. 3 თვის წამლებისათვის 75 ლარს ვიხდით, ეს პენსიონერისთვის მნიშვნელოვანი თანხაა»,- ამბობს პენსიონერი გარიკ ქამალიანი.
ახალქალაქის ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი განმარტავს შემდგომს:
«პრობლემა ჩვენში არ არის, აღნიშნული საკითხით სამინისტროს მივმართეთ, მათ გვითხრეს, რომ დღეს ისინი პორტალის გახსნას შეეცდებიან, რადგან არის ღია და დაკეტილი ადგილები. როდესაც გაიხსნება პორტალი, ჩვენი ექიმები მუშაობას დაიწყებენ. დღევანდელი დღის განმავლობაში ველით გახსნას, სამინისტროდან გვითხრეს, რომ თუ პროგრამასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება, მათ უნდა მივმართოთ. ვიმედოვნებთ, რომ პროგრამა ჩვენთვისაც მსგავსად იმოქმედებს, ამაზე ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენს ყველა ბენეფიციარს»,- Jnews-თან საუბარში თქვა თოროიანმა.
შეგახსენებთ, რომ «ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის» პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადებები) დაკავშირებული დაავადებები, ასევე ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მე-2 ტიპი (წინა-საინსულინო დამოკიდებულება) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული კონსტრუქციული დაავადება, ეპილეფსიით დაავდებულები და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტები.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, ვინც «სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში» არიან რეგისტრირებული და ვისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000.
საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი- 60 წლიდან, მამაკაცი- 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად- 1 ლარად იღებენ. პარკინსონის დაავადებითა და ეპილეფსიით დაავადებული პირები მედიკამენტების შეძენისას 75%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
ფილტვის ქრონიკული დაავადებები
დიაბეტი (ტიპი II)
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ეპილეფსია
პარკინსონის დაავადება