დღეს, 21 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭომ ახალქალაქში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები მოისმინა, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება. ერთობლივ სხრომაზე ორგანიზებული ღონისძიებების სია შეადგინეს.
გენდერული საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ისინი უკვე მოვიდნენ კონკრეტული შემოთავაზებებით. ორშაბათს, 17 ივლისს, მსგავსი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს დღესასწაულის წინასწარი ერთობლივი ორგანიზება და შეთანხმდნენ დეტალური წინადადებებით დაბრუნებაზე. დისკუსიების შემდეგ დამსწრეებმა აირჩიეს ის აქტივობები, რომელთა ორგანიზება, მათი აზრით, შესაძლებელია ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს – 12 აგვისტოს.
ქალაქის ახალგაზრდების მხრიდან საკრებულოს მიმართ არანაირი წინადადება არ ყოფილა. იყო ბევრი წინადადება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბჭოს წევრებისგან, მაგრამ განხილვის შედეგად მიიღეს ის შეთავაზებები, რომლებიც შეზღუდული თანხებით შეიძლება განხორციელდეს. ვინაიდან ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის ორგანიზებისთვის საბჭოს მხოლოდ 1000 ლარი აქვს.
მათი საქმიანობის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს საკუთარ თავზე.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ხას ბახჩას პარკში 12 აგვისტოს 16:00 საათზე დაიწყება.
დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
1. თამაში “რა, სად, როდის” – 4 გუნდი
2. ახალგაზრდების სურვილები ქალაქ ახალქალაქს. ყველა წერს თავის სურვილებს ქაღალდზე.
3. სამხატვრო გამოფენა
4. სპორტული ღონისძიებები (ჩოგბურთი, ჭადრაკი, სპორტული მარათონი)
5. მუსიკალური ნაწილი, ფოტო ზონა (სხვადასხვა ინსტრუმენტებით შესრულდება მუსიკალური ნომრები), განათების დიზაინი, ჩინური ფარნები.
6. ფილმის ჩვენება
7. გრაფიტი
დღესასწაულის დასასრულს იქნება ფეიერვერკი.