ახალქალაქისა და ნინოწმინდის ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი პირველი კლასის მოსწავლეების გარეშე დაიწყება, ზოგიერთში კი მხოლოდ ერთი პირველი კლასის მოსწავლე იქნება.

2020-2021 სასწავლო წელს საქართველოში 182 საჯარო საგანმანათლებლო სკოლა დაიწყებს მუშაობას პირველი კლასის მოსწავლეების გარეშე, ხოლო 130 სკოლას ერთი პირველკლასელი ეყოლება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, ახალქალაქის 10 სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები აღარ იქნებიან სოფლებში: ჩამდურა, ბუზავეთი, აფნია, აზავრეთი, ქარცეფი, თახჩა, ზაქი, დილისკა N2, ლომატურხი და მურჯახეთი.

ხოლო ნინოწმინდაში – 2 სკოლა, ნინოწმინდის საჯარო სკოლა N-4 და სპასოვკის N-2.

ახალქალაქში ერთი პირველი კლასის მოსწავლე იქნება 3 სკოლაში: მოდეგამი, აზმანა და ოკამის N-1 და ნინოწმინდის ორ საჯარო სკოლაში: ორლოვკაში და სამებაში.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის 5 ივნისს დასრულდება, ამ დროისთვის 44 513-ზე მეტი პირველკლასელია დარეგისტრირებული მთელ საქართველოში.

მასალის წყარო: etaloni.ge