ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წელს კვლავ დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგი. 2019 წელს ჩატარებული წინა მონიტორინგის შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სამუშაოების გამჭვირვალობით, «ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსში» ბოლო ადგილი დაიკავა. რომელ ადგილს დაიკავებს ამჯერად, სექტემბერში გაირკვევა.
ბოლო «ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის» შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლავ ატარებს მონიტორინგს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცნობილი არ არის, ისინი 2021 წლის სექტემბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოქვეყნდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 2019 წელს სამუშაო ადგილების გამჭვირვალობის, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის ინდექსში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ასეთ შეფასებას არ დაეთანხმნენ, მიზეზი იმაში დაინახეს, რომ გვერდი იმ დროს შედარებით ცოტა ხნის წინ იყო ამოქმედებული, ამიტომ არ ჩანდა ეფექტიანობა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალიტეტების მუშაობის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა 2017 წელს პირველად ჩაატარა, შემდეგ კი 2019 წელს.
იქამდე, სანამ მონიტორინგი დასრულდება და ახალი ინდექსი გამოქვეყნდება Jnews-მა გადაწყვიტა ენახა, თუ, როგორ მუშაობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი.
– ოფიციალური გვერდი http://akhalkalaki.ge/ 17 ივნისის 14:22 საათისთვის, მრიცხველის თანახმად, 8 მომხმარებელმა მოინახულა, რომელთაგან 2 იყო Jnews-ის ჟურნალისტი იყო.
– ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ხელმისაწვდომია სომხურ და ქართულ ენებზე.
– «მერიის სიახლეების» განყოფილებაში ბოლო განახლება იყო 2021 წლის 25 მაისს. ამ წლის განმავლობაში სულ 6 სიახლე იყო გამოქვეყნებული.
– «საკრებულოს სიახლეების» რუბრიკაში ბოლო მასალები გამოქვეყნებული იყო 2021 წლის 16 აპრილს. წლის განმავლობაში 5 სიახლე იყო გამოქვეყნებული.
– რუბრიკა «კანონმდებლობა». «დეპუტატების ანგარიშის» ქვეპუნქტში – საკრებულოს დეპუტატების მოხსენებები მათი მუშაობის შესახებ, «იურიდიული აქტების» ქვეთავში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბოლო დადგენილებები გამოქვეყნებულია 2021 წლის აპრილში.
– რუბრიკა «ბიუჯეტი». რუბრიკის ქვეთავში მოცემულია სხვადასხვა დოკუმენტი: ბიუჯეტები, დანართები, დოკუმენტები პრიორიტეტების შესახებ …
– «უკუკავშირი» საიტზე. შემოწმების მიზნით, თუ როგორ მუშაობს ინტერაქტიული სისტემა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ვინაიდან ამას დიდი ყურადღება ექცევა მონიტორინგის პროცესში, Jnews–ის თანამშრომელმა გაგზავნა წერილი კითხვით. წერილის მისვლის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ მივიღეთ, მაგრამ ორი კვირაა პასუხი არ მიგვიღია.
– საიდბარზე განთავსებულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელებისა და საქმიანობის შესახებ. არის ინფორმაცია სავაჭრო ცენტრების, სოფლის მეურნეობის ბაზრის შესახებ.
– «სასარგებლო ინფორმაციის» ფანჯარაში საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ანგარიში. პროგრამები და პროექტები არ განახლებულა 2019 წლიდან. «კონკურსებში და აუქციონებში» მოცემულია სახელმწიფო შესყიდვებისა და აუქციონის გვერდის ბმულები. «გენდერულ საბჭოში» ინფორმაცია ამ საბჭოს ადამიანების შესახებ. «მრჩეველთა სხდომის» რუბრიკა განახლებული არ არის 2020 წლის იანვრიდან. განახლებები აქტიურად ხორციელდება «ვაკანსიების» რუბრიკაში.
როგორც ჩვენი მონიტორინგიდან ჩანს, ახალქალაქის ვებ-გვერდზე აქტიურობა არ არის არც მომხმარებლის, არც ხელისუფლების მხრიდან.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების მონიტორინგის მიზანია მუნიციპალიტეტებში არსებული პრაქტიკული გამჭვირვალობის ხარისხის შეფასება და მისი გაუმჯობესება.
«ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის» მეთოდოლოგია ითვალისწინებს შეფასებას სამ თემატურ ბლოკში:
1) საზოგადოებრივი ინფორმაციის აქტიური გამჟღავნება
2) ელექტრონული მმართველობა
3) მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.
პირველი ორი ბლოკის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შეფასება მათი ოფიციალური მონიტორინგის საფუძველზე ხორციელდება. ვებსაიტის შეფასების კრიტერიულები განისაზღვრება მისი ხელმისაწვდომობისა და აქტუალობის ხარისხით ფინანსური, საკადრო პოლიტიკის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი იურიდიული პირებისათვის და ა.შ.
ხოლო ელექტრონული მთავრობა აფასებს დონეს, რომელშიც მუნიციპალიტეტი სთავაზობს ელექტრონულ მომსახურებას მოქალაქეებს თავის ვებ-გვერდზე და დონეს, რომელშიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ელექტრონულ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი ამბობს, რომ ეს მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხელმძღვანელობისთვის.
«მონიტორინგი დასრულდება 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ. მონიტორინგის დროს შემუშავებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ახალი ხელმძღვანელობისთვის არჩევნების შემდეგ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტის საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად», – ამბობს გოგა თუშურაშვილი.