ახალქალაქში მაშტოც-აზნაურის გზაჯვარედინზე შუქნიშანი წელიწადზე მეტია არ მუშაობს. შუქნიშანი 2022 წლის აგვისტოში გაფუჭდა. 2023 წელს გამოიყო თანხა და მის გარემონტევაზე ორჯერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, თუმცა მონაწილეთა არარსებობის გამო ტენდერი არ შედგა. შუქნიშანი დაზიანებული დარჩა, გამოყოფილი თანხა კი 2024 წლის ბიუჯეტში გადაირიცხა.

2023 წლის იანვარში შუქნიშნების ორწლიანი მომსახურებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელიც, ისევე როგორც მეორეჯერ, მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა. ახალქალაქის მერმა Jnews-ს აცნობა, რომ შესაძლოა პირდაპირი ხელშეკრულება გაფორმდეს. ახლა ეს ვარიანტიც განიხილება, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს, ახლა ვამყარებთ კონტაქტს ამ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს ჩვენ გვაქვს პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების უფლება 10 000 ლარამდე ოდენობით, შესაბამისად, შევთავაზეთ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება ელექტრონული ტენდერის გარეშე, მაგრამ პასუხი დღემდე არ არის, ველოდებით. ელექტრონული ტენდერი გამოვაცხადეთ, მაგრამ არავინ მონაწილეობდა. დაველოდებუთ და ვნახავთ რა შედეგი იქნება“, – თქვა მერმა.

სანამ შუქნიშანი არ აღდგება, ამ ტერიტორიაზე მძღოლები მართვის წესების გათვალისწინებით ერთმანეთს უთმიბენ გზას.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 27 თებერვალს, ახალქალაქის მერიის ინიციატივით საკრებულომ ცალკე თანხა გამოყო ქალაქის შუქნიშნების მომსახურებაზე.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტში 561 042 ლარის ოდენობით ცვლილებები შევიდა, საიდანაც 20 000 ლარი ახალქალაქის შუქნიშნების მომსახურებაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.