სოფელ სულდას საბავშვო ბაღი, რომელიც კარანტინიდან დღეს უნდა გამოსულიყო, კვლავ გაუხსნელად დაიხურა, რადგან მასწავლებლებსა და მზარეულს კორონავირუსი დაუდგინდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 4 საბავშვო ბაღია დაკეტილი.
სოფელ სულდას საბავშვო ბაღი 11 ოქტომბრიდან კარანტინშია. აღმზრდელებსა და მზარეულს კოვიდ ტესტის გავლისას კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა.
სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღი კარანტინიდან დღეს გამოვიდა, მაგრამ არც ერთი ბავშვი არ მისულა. რადგან მშობლებს შვილები საბავშვო ბაღში არ მიჰყავდათ.
სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი და ახალქალაქის მე-2 და მე-3 საბავშვო ბაღები კარანტინშია. კარანტინი 12 დღე გრძელდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენი საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.