4 ნოემბრიდან ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ყველა მსურველს გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გაუკეთდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე თითქმის ერთი კვირაა რაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, 4 ნოემბრამდე უფასო ვაქცინაცია შეუძლიათ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც დაავადების გართულების რისკი მაღალი აქვთ, მათ შორის ექიმებს.

წელს იმის გამო, რომ ვაქცინა დაგვიანებით მიიღეს, მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია გვიან დაიწყო. ვაქცინა 4-6 კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას და 6 თვე ნარჩუნდება.

ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში 4 ნოემბრიდან დაიწყება უფასო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია. ეპიდემიოლოგის გაიანე ფიდანიანის თქმით, პრეპარატი კარგია და უკუჩვენებები არ აქვს.

გაიანე ფიდანიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო, იმუნიზაცია შეიძლება ჩატარდეს ახლაც, რადგან გრიპის პიკი ჩვენთან დეკემბერ-იანვარში იწყება, იმის გამო, რომ „ხოფანჩი“ შრომითი მიგრანტების მასობრივი დაბრუნება ამ პერიოდში იწყება.