კომპანია „აისის“ ინიციატივით, დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართება. კომპანია ახალქალაქში ჰესებს – „ახალქალაქ-1“ და „ახალქალაქ-2“-ს აშენებს. ხის ნერგებს კომპანია შეიძენს და მუნიციპალიტეტში მათ დარგვაში “აისის” წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დღეს, 7 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კომპანია „აისის“ ინიციატივით, საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა კომპანია „აისის“ წარმომადგენელთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, რსტაკიან მხითარი და მისი თანამშრომლები.
შეხვედრის ინიციატორი კომპანია „აისია“, რომელიც წელსაც, ისევე, როგორც შარშან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ხის ნერგების ჩუქებას აპირებს.
„ქალაქის გამწვანება გვინდა, რადგან ხეები მოვჭერით, გვინდა აღვადგინოთ, ერთ წელიწადში კიდევ დავრგავთ ხეებს. გვინდა ტრადიცია გავაგრძელოთ“, – თქვა კომპანია „აისის“ წარმომადგენელმა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს გამწვანების ადგილები, ის თუ, რომელი ხის ნერგების დარგვაა შესაძლებელი და რა რაოდენობით.
თავდაპირველად ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიებზე ხეების დარგვაზე შეთანხმდნენ, თუმცა გამოითქვა მოსაზრება, რომ ხეები სოფლის გზებზეც დარგონ.
„სოფლებში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ხეების დარგვაა საჭირო, უკვე მივიღეთ განაცხადები სოფელ მაჯადიაში გზის გასწვრივ ხეების დარგვაზე. უბრალოდ, იქ უნდა გააკონტროლო, რომ ნერგები არ გახმეს. ყველაფერზე დაფიქრებაა საჭირო, სოფლის ხელმძღვანელებს ნერგების მოვლაზე კონტროლი უნდა დაევალოთ”, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
წინასწარი შეთანხმებით, ფიჭვის 150 ნერგი დაირგვება სომხეთი- კარწახის შემოვლით გზაზე, სადაც ხეები შარშანაც დარგეს. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ხეები ხოსპიოს გზატკეცილთანაც დაირგას. ფიჭვის გარდა, 500 ცალი ნაცარის ძირის (ფრაქსინუსი) დარგვაზეც შევთანხმდით.
ხეების დარგვის თარიღი კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, აღინიშნა, რომ გამწვანების აქცია 18 აპრილიდან 21 აპრილამდე, ამინდის პირობებიდან გამომდინარე გაგრძელდება.
დედამიწის მსოფლიო დღე 22 აპრილს აღინიშნება.