ახალქალაქის ცენტრალურ პარკში 301 000 ლარად კაფეს ააშენებენ

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში 301 000 ლარად კაფეს ააშენებენ

ახალქალაქის ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ დემონტირებული ძველი კაფეს ადგილზე ახალი, თანამედროვე კაფეს აშენებას გეგმავენ. მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, პროექტის ღირებულება 301 247 ლარს შეადგენს.
დღეს, 1 ოქტომბერს, ახალქალაქის მერიამ ახალი კაფეს მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
kafe1
ამ ადგილას წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა კაფე, რომლის დემონტაჟიც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა.
novi kafe
ახალქალაქის ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ კაფეს მშენებლობის საკითხი უკვე რამდენიმე წელია განიხილება. მისი მშენებლობისთვის სახსრები ბიუჯეტში არაერთხელ იყო გათვალისწინებული, თუმცა პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა. ახლა ბიუჯეტში გათვალისწინებულია სახსრები ახალი კაფეს მშენებლობისთვის და გამოცხადებულია ტენდერი მშენებლობაზე.
ტენდერში წინადადებების მიღება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არა მოვსესიანის განცხადებით, სამუშაოები ამინდის პირობების მიხედვით განხორციელდება.
„რამდენის საშუალებასაც ამინდი მოგვცემს, იმდენის გაკეთებას მოვასწრებთ წელს. დარჩენილ სამუშაოებს გაღმა წელს გადავიტანთ“, — განმარტა არა მოვსესიანმა.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი ხელმოწერის თარიღიდან 2028 წლის 31 ივლისამდე.
kafe
ძველი კაფე ასე გამოიყურებოდა:
sad_staroyekafe

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე