გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრის ბოლოდან 3 ოქტომბრის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია პერიოდული ნალექი.
ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ადგილ-ადგილ ნალექი ძლიერი იქნება.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე — 3–4-ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან რაიონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე — საშუალო).