ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი ფერმერის კარტოფილის ძვირი თესლი არ ამოვიდა. ფერმერებს მოსავლის მიღების იმედი აღარ აქვთ. მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ ფერმერები მიიჩნევენ, რომ მიზეზი უხარისხო კარტოფილის თესლია.
10 ივლისს, იმ აგრომაღაზიაში საიდანაც გაზაფხულზე იმპორტირებული კარტოფილის თესლი იყიდეს, რამდენიმე ფერმერი შეიკრიბა და უჩიოდა, რომ კარტოფილი არ ამოსულა.
გრიშა აივაზიანმა სოფელ აზავრეთიდან გაზაფხულზე იყიდა “ოდეტის” ჯიშის სათესლე კარტოფილი, დღეს მის მინდორში კარტოფილის ნერგები ნაკლები რაოდენობით ამოსულა.
„დათესილის 30% ამოვიდა, გამოსავალს ვეძებთ, გვინდა დავაზუსტოთ, თესლი გაფუჭებული შემოიტანეს, თუ აქ გაფუჭდა, რაღაც მოხდა. მე დავთესე 20 მეასედ ფართობზე“, – ამბობს გრიშა აივაზიანი.
ბანდაზარ ჯანამიანმა სოფელ განძადან იყიდა ორი ჯიშის თესლი – “გრანადა” და “ოდეტა”.
“გრანადა” ამოვიდა, “ოდეტა” – არა, ვიყიდე 700 კგ, დავთესე 25 მეასედ ფართობზე, პირველად ვიყიდე ეს ჯიში, აქედან სხვა ჯიშებიც მიყიდია, გაამართლეს მოლოდინი“ – ამბობს ჯანამიან ბანდაზარი.
სოფელ ბეჟანოდან ტონაკანიან სამველმა იყიდა 550 კგ “გრანადას” ჯიშის სათესლე კარტოფილი, გადაიხადა 1,2 ევრო კგ-ში,თუმცა გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ კარტოფილის ყლორტები მინდორზე არ გამოჩნდა, დათესილი სხვა ჯიშები ამოვიდა.
სამველ ტონაკანიანის მეუღლემ და დედამ დღეს კომპანია “AGROMIX ახალქალაქის” სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში, რომელიც იმპორტირებულ სათესლე კარტოფილს ყიდის, თესლში გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვეს. მათ მიაჩნიათ, რომ მოატყუეს, არასწორი თესლები მისცეს.
„25 მეასედი დავთესეთ, მაგრამ არ ამოვიდა, თესლი დარჩა მიწაში იმ მდგომარეობაში, როგორშიც დავთესეთ. ჩვენ ვიყიდეთ თესლი სესხით, რა ვქნათ. რატომ ყიდიან დაბალ ხარისხიან თესლს“, – ამბობს სამველ ტონაკანიანის მეუღლე.
კომპანია „AGROMIX ახალქალაქის“ დირექტორი ანია თარლამაზიანი ამბობს, რომ „ოდეტის“ სათესლე კარტოფილს პრობლემა ნამდვილად აქვს, „გრანადას“ კი არა.
“ოდეტა” 30%-50%-ით ამოვიდა. პრობლემა უკვე წარდგენილია კომპანიისთვის, გერმანიამ იცის, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ „გრანადას“ შემთხვევაში მსგავსი პრობლემა არ არის, რამდენიმე წელია რაც მიყენებთ ამ ჯიშს და არანაირი პრობლემა არ არის. ჯიში – ერთ-ერთი ლიდერი ამ რაიონში. ფერმერებმა კარტოფილი უშუალოდ კონტეინერიდან წაიღეს, დალუქული, ვერ შევცვალიდი“, – ამბობს ის.
მისი თქმით, “გრანადას” მყიდველებს არცერთხელ არ უჩივლიათ.
„გრანადას” ჯიშს არცერთი მყიდველი არ უჩივის, ისინი (ტონაკანიანები) ერთადერთები არიან, სხვა მიზეზის გამო არ ამოუვიდათ კარტოფილი და სურთ ისარგებლონ სიტუაციით და მიიღონ კომპენსაცია“, – ამბობს ის.
რაც შეეხება “ოდეტის” ჯიშს, კარტოფილი გაგზავნეს გერმანიაში, რათა იქ გამოიკვლიონ და გაარკვიონ მიზეზი, რის გამოც თესლი ბოლომდე არ ამოდიოდა.
“შესაძლოა ტრანსპორტის დროს მოხდა რამე, თუმცა მათში ჩიპები არის და ვამოწმებდით, ტემპერატურის ცვლილება არ ყოფილა. ვნახოთ რა არის მიზეზი და მერე გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია”, – თქვა ანია თარლამაზიანმა.
მისი თქმით, მან თავად დათესა “ოდეტას” ჯიში და არც მისი ამოვიდა.
ანია თარლამაზიანის თქმით, მათ ჯავახეთში წელს 35 ტონა „ოდეტის“ ჯიშის სათესლე კარტოფილი და 30 ტონა „გრანადას”თესლი გაყიდეს.
“ოდეტას” ჯიშის ექსპორტს NORIKA ახორციელებს, “გრანადას” ჯიშს- SUMANA.
Jnews- თვალს ადევნებს ახალქალაქში “უნაყოფო” კარტოფილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.