დღეს, 4 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 149 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
7 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 394 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 36
ახალქალაქი – 14
ბორჯომი – 64
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 22
ადიგენი – 258
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 78 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 308 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 17 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 194 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.