სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 47552 მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსი 47 154 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისად დღე-ღამეში 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის გართულებებით სომხეთში 936 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 6 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, 287-ს შეადგენს (გასული დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ არის).

გამოჯანმრთელებულია 42 637 ადამიანი. 3692 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 265241 შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შემოღებულია კარანტინი, რომელიც 2021 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდება. “ნიღაბის რეჟიმი” რესპუბლიკაში შენარჩუნებულია.