საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 85 639 გამოჯანმრთელდა, 976 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2159 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 6 189. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 449 პაციენტი.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.