სომხეთში კორონავირუსული ინფექციით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 161 794-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ, შაბათს, სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
8 იანვრის მონაცემებით, 161 415 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ დღე-ღამეში ინფექციის 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
2,922 ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში კორონავირუსის გართულებებით (პლუს 14 ბოლო დღის განმავლობაში).
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ – 700-ია (პლუს 4 ბოლო დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 148 893 ადამიანი. 9 279 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 606,809.