Jnews-ის სტატიის შემდეგ, ქალაქის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთები შეკეთდა

Jnews-ის სტატიის შემდეგ, ქალაქის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთები შეკეთდა

17 ივლისს Jnews-მა გააშუქა ახალქალაქის ქუჩებში ასფალტის საფარისა და საკანალიზაციო ჭების პრობლემა, რომლებიც წლებია არ შეკეთებულა და ასეთ მდგომარეობაში რჩებოდა. კერძოდ, გავაშუქეთ ნაზარეთიანისა და მარგარიანის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთები.
ეს მონაკვეთები დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებულ მდგომარეობაში იყო და უხერხულობას უქმნიდა როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე მძღოლებს.
ამავე პუბლიკაციის ფარგლებში, Jnews-მა ასევე წამოჭრა ღია და დაზიანებული საკანალიზაციო ჭების საკითხი. ზოგიერთ მონაკვეთზე მათი მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებს, არამედ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსაც, განსაკუთრებით ღამით ან ცუდი ხილვადობის პირობებში.
Jnews-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნით მიმართა „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას“ და მითითებულ ქუჩებზე გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და საკანალიზაციო ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.
2 სექტემბერს მიღებულ ოფიციალურ პასუხში კომპანიამ განაცხადა, რომ ნაზარეთიანისა და მარგარიანის ქუჩებზე საკანალიზაციო ჭები შეკეთდა, ასევე დაიწყო გზის დაზიანებული მონაკვეთების ასფალტირების სამუშაოები.
ოფიციალური პასუხის შემდეგ, Jnews ნაზარეთიანისა და მარგარიანის ქუჩებს კვლავ ეწვია, რათა ადგილზე გაცნობოდა სამუშაოების მიმდინარეობასა და შედეგებს.
მარგარიანის ქუჩაზე ცვლილებები უკვე თვალსაჩინოა. შეკეთდა საკანალიზაციო ჭა და ასევე მოასფალტდა ამავე ქუჩის მე-2 შესახვევის დაზიანებული მონაკვეთი, რომელიც, ადგილობრივების თქმით, წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო.
1000056953
შეკეთებული საკანალიზაციო ჭა მარგარიანის ქუჩაზე
1000056888
შეკეთებული მონაკვეთი მარგარიანის ქუჩის მე-2 შესახვევში.
აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა ნაზარეთიანის ქუჩაზეც. აქაც შეკეთდა მანამდე დაზიანებული ასფალტირებული მონაკვეთი, რის წყალობითაც გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.
1000056896

შეკეთებული მონაკვეთი ნაზარეთიანის ქუჩაზე.
ამავდროულად, ნაზარეთიანის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. Jnews-ის ვიზიტის მომენტში ის ჯერ კიდევ არ იყო შეკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ოფიციალურ პასუხში აღნიშნული გახლდათ, თითქოს ნაზარეთიანისა და მარგარიანის ქუჩებზე საკანალიზაციო ჭები უკვე შეკეთდა.

1000056890

შეკეთებელი საკანალიზაციო ჭა ნაზარეთიანის ქუჩაზე.
მარგარიანისა და ნაზარეთიანის ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოები აჩვენებს, რომ წამოჭრილი პრობლემების მონიტორინგს კონკრეტულ ცვლილებებამდე მიყვანა შეუძლია.
თუმცა, ამ ორ ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოები ახალქალაქის გზებთან დაკავშირებული საერთო პრობლემის მხოლოდ ნაწილია. ქალაქში კვლავ რჩება გზის მრავალი დაზიანებული და რეაბილიტაციის საჭიროების მქონე მონაკვეთი, ასევე დაზიანებული ან ღია საკანალიზაციო ჭები, რომლებიც მოსახლეობას პრობლემებს კვლავ უქმნის.

1000056935

წერეთლის ქუჩა

1000056933

ჰავასის ქუჩა

1000056920

1000056925
თავისუფლების ქუჩა

1000056850

თბილისის ქუჩა

1000056847

თავისუფლების ქუჩა

1000056907

თამარ მეფის ქუჩა

1000056912

თბილისის ქუჩა

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე