მიმდინარე წლის I ნახევარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

მიმდინარე წლის I ნახევარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა. ჯამურად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია 2%-ით.

დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისში საქართველოს 2 734 500 ვიზიტორი ეწვია. გასული წლის იგივე პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2 810 500 იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტორებს, მათი რაოდენობა მიმდინარე წელს 2 273 000-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 0.1 %-ით მეტია.

6 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 931 700 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით, 39.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიში ივანიშვილის ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და ის განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

თეგები: ტურიზმი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე