ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1 225-ს გაუტოლდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში 4 ადამიანი განიკურნა, ჯამში კი ეს რიცხვი 1 000-ს გაუტოლდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ დაწესდა არაერთი შეზღუდვა. შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის ფრენებზე და რიგ ეკონომიკურ საქმიანობაზე ამ დრომდე მოქმედებს. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა.
დღეს 9 შემთხვევაა, აქედან ერთი – ”გაჩიანის კლასტრიდან”, სადაც ინტენსიური გამოკვლევა მიმდინარეობს. გუშინ 700 – მდე ნიმუში იქნა გამოკვლეული, დღეს ინტენსიური გამოკვლევა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ერთი დადებითი პასუხია. 3 შემთხვევა უკავშირდება წინა დღეებში ინფიცირებულთა კონტაქტებს, 2 არის სამედიცინო პერსონალი, 2 კი იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი. ერთ შემთხვევაზე სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა, ხვალ ინფექციის წყარო გახდება ცნობილი,”- თქვა გამყრელიძემ.