“ქართული ოცნების” ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ, ახალქალაქში, ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი წარადგინეს.
COVID-19-ის პანდემიის მიირ შექმნილი პირობების თანახმად, მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენა ღია ცის ქვეშ, დამსწრეთა შეზუდული რაოდენობით, ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩატარდა. 265 დაპატიჟებული სტუმრისათვის პუფები, მოთხოვნების შესაბამისად, ერთმანეთთან ერთი მეტრის დაშორებით იყო დალაგებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი პრემიერობის პერიოდში ახალქალაქი პირველად მოინახულა. კანდიდატის წარდგენაზე დაპატიჟებულნი იყვნენ გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა სახელწმიფო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორები და ახალქალაქში პარტია “ქართული ოცნების” მომხრე მოქალაქეები.
სიტყვით გამოსვლის დროს, გიორგი გახარიამ, ქვეყნის განვითარებასა და სიძლიერეში, მრავალეროვნულობის როლი აღნიშნა.
“კავკასიის მრავალეროვნულობა- ჩვენი ძალაა. ჩვენ ვმუშაობდით და ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოში მუდმივი სიმშვიდე იყოს. ამისათვის ჩვენ მშვიდობიან პირობებში უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გავხადოთ. ახალქალაქის ბიუჯეტს 2003 წელს 390 000 ლარის შემოსავალი ჰქონდა. წელს ბიუჯეტის შემოსავალი 10მლნ ლარს შეადგენს. ეს ხდება იმიტომ, რომ ახალქალაქში იქმნება ახალი ბიზნესი, მეწარმეობა. ახალქალაქში სოფლის მცხოვრები ძლიერი ფერმერი ხდება”,- თქვა გახარიამ და აღნიშნა რამდენიმე პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებაზეა მიმართული.
პრემიერ-მინისტრმა ასევე “ქართული ოცნების” სამომავლო, 4 წლის პროგრამებზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სულმცირე, 20მლრდ ლარის დახარჯვას ვაპირებთ. ჩვენ ვნახეთ, რა ცუდ მდგომარეობაშია ახალციხიდან ახალქალაქამდე გზა, რომლის რეაბილიტაცია გრძელდება და მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ უფრო მეტი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. ახალქალაქის შიდა გზებიც იქნება მოპირკეთებული. ტურისტების მოზიდვის მიზნით ახალქალაქის ციხესაც გაუკეთდება რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი- არის ის, რომ მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს: ახალქალაქში, ბათუმში, რუსთავში ან ახალციხეში”,- საკუთარ გამოსვლაში ამბობს გიორგი გახარია.
სიტყვით გამოვიდნენ ასევე ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე, რომლებმაც მათი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს.
სამველ მანუკიანი მაღალი თანამდებობის სტუმრებს ქართულ ენაზე მიესალმა, მადლობა მოუხადა მობრძანებისათვის და თითოეულ ახალქალაქელს გადაუხადა მადლობა, რომელიც დღეს მის გვერდში დგას.
“საუბარს მშობლიურ ენაზე განვაგრძობ, რათა ჩემი თანამოქალაქეებისათვის გასაგები იყოს ყველაფერი, რისი თქმაც მინდა”,- თქვა სამველ მანუკიანმა და საუბარი სომხურ ენაზე განაგრძო.
“ვამაყობ იმით, რომ ერთ ქალაქში სხვადასხვა ეროვნება ტოლერანტობის შესანიშნავ მაგალითს ემსახურება, რომლებიც ურთიერთსიყვარულითა და სამშობლოზე ზრუნვით ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდში. ეს ის ქალაქია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ორი ერი, სომეხი და ქართელი, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობს. აქ, ახალქალაქში ისტორიული ციხე-ნაქალაქარი დგას, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ამ ციხეს ბევრი რამ უნახავს. ის ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ისტორიას აღწერს. და ეს ციხე-კოშკი ნათელი სიმბოლოა მოთმინებისა და მებრძოლი სულისა. სწორედ ეს მებრძოლი სული მიბიძგებს ქვეყანას და მომავალს ამ მიმართულებით ვხედავდე. მართალია, ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარების გარეშე რთული იქნება. თქვენ ხედავთ, როგორ ეხმარება ხელისუფლება ადამიანებს, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ. შემოსავალის გაზარდითა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნით ავითარებს სოფლის მეურნეობას. ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ხალხს ემსახურება, მან ყველა სფეროში გააუმჯობესა ვითარება, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი”,- თქვა სამველ მანუკიანმა.
ამის შემდეგ დეპუტატობის კანდიდატმა განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.
“განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას, 2014-2020 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მთლიანად 86 კოოპერატივია შექმნილი. ჯანდაცვის სასოფლო-სამეურნეო პროგრამა რეალიზდება. 2014-2020 წლებში 2965ჰა ტერიტორია იყო დაზღვეული. მოსავლის დაზღვევის ფასმა 26 849 093 ლარი შეადგინა. აუცილებლად გაგრძელდება მიკრო და მაკრო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც “აწარმოე საქართველოში” პროგრამით მუნიციპალიტეტის დაფინანსებისათვის 546 000 ლარი იყო გაცემული. ინფრასტრუქტურის მხრივ ახალქალაქში უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი რეალიზდება. 2013-2015 წლებში ადგილობრივი გზების პროექტებზე დახარჯული იყო 20მლნ ლარი. ამ დროის გარკვეულ მონაკვეთში მუნიციპალიტეტში 12-ზე მეტი ხიდი იყო რეაბილიტირებული და სრულდება ახალქალაქიდან ნინოწმინდაში მიმავალი გზის მშენებლობა”,- თქვა სამველ მანუკიანმა საკუთარ გამოსვლაში, ხოლო შემდეგ წარადგინა სუმბათ კიურეღიანი, რომელიც არჩევნებში პროპორციული სიებით იქნება წარდგენილი.
წარდგენის ღონისძიებსი დასრულებისთანავე “ქართული ოცნების” დელეგაცია მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით კანდიდატების წარდგენის მიზნით ნინოწმინდაში ჩავიდა.