ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მთლიანად ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების 3,504 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ახალი შემთხვევების განაწილება ქვეყნის რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისი – 1232,
აჭარა – 603,
იმერეთი – 619,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397,
შიდა ქართლი – 140,
ქვემო ქართლი – 122,
კახეთი – 102,
მცხეთა-მთიანეთი – 97,
გურია – 94,
სამცხე-ჯავახეთი – 76,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაშია 749 პაციენტი იმყოფება, მათ შორის:
თბილისში – 375,
აჭარაში – 121,
იმერეთში – 162 წ.
340 მძიმე პაციენტი გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატებში, მათ შორის:
თბილისში -168,
აჭარაში – 88,
იმერეთში – 30.
ბოლო დღე-ღამეში კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 204-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.
მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 318 პირი.
ამ დროისათვის გამოსაკვლევია 267 ნიმუში.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 554 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში – 582, ადიგენში – 362, ახალქალაქში – 101, ბორჯომში – 239, ასპინძაში – 151 და ნინოწმინდაში – 119.
კარანტინში 299 პირია. აქედან ახალციხეში – 75, ხოლო ბაკურიანში – 224.
14 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1178 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 10 – გარდაცვლილია.