შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის ქულების შემცირების შემთხვევები გამოაქვეყნა, რაც მიუთითებს სამართალდარღვევის პერიოდსა და მუხლებზე.
სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობებში 3488 ქულით კლება დაფიქსირდა. ისინი ძირითადად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 9 მუხლით განხორციელდა.
წარმოგიდგენთ მუხლებს, რომლების მიხედვითაც ქულები შემცირდა:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლი, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელმაც დადგენილი წესით არ გაიარა რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება;
119-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას;
120-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღალმოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესის დარღვევას ან მის არადანიშნულებით გამოყენებას;
121-ე მუხლი, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უფლება შეჩერებულია სხვა დარღვევის გამო, ან სატრანსპორტო საშუალების გადაცემას არასრულწლოვნის სამართავად, რომელსაც ასევე არ გააჩნია მანქანის მართვის უფლება;
122-ე მუხლის თანახმად, ეს ნიშნავს საქარე მინაზე დამაგრებული სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვას, ან სანომრე ნიშნის გარეშე მართვას ან არარეგისტრირებული, ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვას;
123-ე მუხლით, რომელიც მოიცავს საგზაო შემთხვევის ადგილის დატოვებას ან პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ;
125-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას;
127-ე მუხლით, რაც გულისხმობს საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესის დარღვევას, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე;
191-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული მანქანით სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე;
191 მუხლით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება
მართვის მოწმობის ქულების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა დედაქალაქში, თბილისში: 40555, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი: 11874, ქვემო-ქართლი სამეგრელო- ზემო სვანეთს არ უთმობს: 11713, კახეთში დარეგისტრირებულია 8133 შემთხვევა, აჭარაში – 7484, შიდა-ქართლში – 4794, იმერეთში – 4854, გურიაში – 3423, სამცხე-ჯავახეთში– 3488, მცხეთა-მთიანეთში– 1272 და ყველაზე ნაკლები – 261 შემთხვევა – დარეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმში.