ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან ხარაბაძე გადადგა

13.09.2026 Newsroom სიახლე 300
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან ხარაბაძე გადადგა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხადეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, მაღლაკელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, ახალი უფროსი კი ორშაბათს 14 სექტემბერს დასახელდება.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მისი წარდგენა, ასევე ორშაბათს იგეგმება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე