შსს – პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შსს – პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დაკავდა.

მათივე ცნობით, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების, მათ შორის დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-PVP“, მცენარე „კანაფი“ და „გამშრალი მარიხუანა“. ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე