ახალქალაქის ქალაქობის „ახალქალაქის დღის“ დღესასწაული ბოლო ათწლეულია აღინიშნება, ამჯერად კი იგი 12 სექტემბერს აღნიშნეს.
ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა ყველა ასაკის სტუმრისთვის მდიდარი პროგრამა მოამზადეს: მასტერკლასებიდან, სპორტული შეჯიბრებებიდან და კონცერტებიდან დაწყებული, საბავშვო გასართობებითა და ფეიერვერკით დამთავრებული.
დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა — ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართა. დედაქალაქიდან ჩამოსულმა მომღერლებმა თავიანთი გამოსვლებით ახალქალაქელებს ამაღლებული განწყობა შეექმნეს.
დღესასწაული დატვირთული იყო თარაზების (ეროვნული სამოსის) და კულტურის, ტრადიციული სომხური და ქართული სამზარეულოს, ცეკვებისა და სიმღერების დემონსტრირებით. მაყურებლის წინაშე წარდგნენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ქალაქებიდან ჩამოსული კერძო პირები, ანსამბლები და ჯგუფები.
სოფლის თემების წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ ახალქალაქში, რათა ქალაქის დღესასწაული აღენიშნათ. თითოეულ დასახლებას საკუთარი პავილიონი ჰქონდა, სადაც ამ თემისთვის დამახასიათებელ გემრიელ და მრავალფეროვან კერძებს სთავაზობდნენ.
დღესასწაულს კოლორიტი შემატა სპორტულმა თამაშებმა, ასევე სხვადასხვა და მრავალფეროვანმა ღონისძიებებმა.
საღამოს ახალქალაქის მცხოვრებლები ფეიერვერკისა და კონცერტის მოწმენი გახდნენ.
ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად დღესასწაულის აღსანიშნავად ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ჩამოვიდა. თავის გამოსვლაში მან ახალქალაქელებს ქალაქის დღე მიულოცა. დღესასწაულს ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალური ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა სტუმრები.
შეგახსენებთ, რომ სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად სახსრები ახალქალაქის მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოეყო.























