11 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშიდან რობერტ აფოიანი საქართველოში გამართული კიკბოქსინგის პროფესიონალური ტურნირის – GAMA GFL-ის გამარჯვებული გახდა 58 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ეს 18 წლის სპორტსმენის დებიუტი იყო GAMA GFL-ის პროფესიონალურ ტურნირზე. მან პირველი გამარჯვება მოიპოვა ამ კლუბის ეგიდით პირველად გამოსვლისას, რაც მას საშუალებას აძლევს განვითარდეს და ახალი წარმატებები დააფიქსიროს GAMA GFL-ის კიკბოქსინგის პროფესიონალურ კლუბში.
„ეს ორთაბრძოლა და ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდხანს ვემზადებოდი ამ ტურნირისთვის, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან — ირანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ა.შ.“, — განაცხადა რობერტ აფოიანმა.
მან უკვე დაიწყო მზადება მომდევნო პროფესიონალური ტურნირისთვის (TFC), რომელიც 23 სექტემბერს ერევანში გაიმართება.
რობერტ აპოიანი 8 წლიდან ვარჯიშობს ახალქალაქის სოფელ დადეშში, მისი მწვრთნელი ანდრანიკ აბელიანია. სპორტსმენის დიდი მიზანია საერთაშორისო კლუბ One Championship-ში გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ GAMA GFL-ის პროფესიონალურ ტურნირში ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა ზოჰრაბ ჰარუთიუნიანი სოფელ დადეშიდან, თუმცა მან გამარჯვება ვერ მოიპოვა.