დღეს, 10 ივნისს ამბარცუმ ბაბოიანის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შემთხვევის დროს სახლში დეპუტატის ცოლ–შვილი იმყოფებოდა, ბაბოიანი სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ამბარცუმ ბაბოიანს დამწვრობა ტანზე, ზედა კიდურებსა და  სახეზე აღენიშნება. იგი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები კომენტარს არ აკეთებენ. პაციენტი კონტაქტურია. 

 
შემთხვევის დროს, დეპუტატმა და მისმა მეუღლემ დამწვრობა მიიღო. როგორც ადგილობრივებმა თქვეს მცირე დაზიანებები ქალს ხელებზე აქვს, იგი კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

დეპუტატის საცხოვრებელ სახლში ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.