ნინოწმინდის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილას ზალალიანების ოჯახი ცხოვრობს, რომელიც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ტრადიციულ ბაღთან ერთად, სადაც მარწყვი, კარტოფილი, ბარდაა დარგული, მომაჯადოებელი ხედის ფონზე გაშლილია ბაბუაწვერების უზარმაზარი ველი. სახლის მეპატრონეები ამ ყვავილს მრავალი დანიშნულებით იყენებენ.
ყოველწლიურად, პირველი ყვავილობის სეზონზე, ოფელია ზალალიანი მათგან თაფლს ადუღებს. ითვლება, რომ სწორედ ამ პერიოდშია ის ყველაზე სასარგებლო თვისებების მქონე. თქვენ უნდა გქონდეთ დრო, რომ შეაგროვოთ ბაბუაწვერების კვირტები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ოფელიას რეცეპტის მიხედვით, 300 ცალი ბაბუაწვერასთვის საჭიროა 400 გრ წყალი და 1 კგ შაქარი.
პირველ რიგში, ყვავილებს კრეფენ და გამდინარე წყალში კარგად რეცხავენ. შემდეგ დგამენ ცეცხლზე, ასხამენ წყალს და 15 წუთის განმავლობაში ადუღებენ, ბულიონს ერთი დღე ტოვებენ, შემდეგ წურავენ ტილოში და დარჩენილ სითხეს უმატებენ შაქარს. ამის შემდეგ თაფლსაც ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში და მზადაა.
თაფლის გარდა, ბაბუაწვერების ფესვებსაც იყენებენ. აშრობენ და შემდეგ მცენარეულ ჩაის ამზადებენ.
ზალალიანების აზრით, ბაბიაწვერას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგალითად, ამ მცენარის ფესვები ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ზალალიანებმა ამ ყვავილის გამოყენების ტრადიცია ახლობლებისგან მიიღეს, რომლებიც მხოლოდ ასეთ თაფლს იყენებდნენ. “მთელი ცხოვრება ჭამდნენ და 90 წელზე მეტი იცოცხლეს”, – ამბობს ოფელია ზალალიანი.
ამალია ბაბაიანი