დღეს, 13 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4161 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 319 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

9 – ახალციხეში
3 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
12 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
5 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 270 ადამიანი იზოლირებულია:

ახალციხე – 97
ახალქალაქი – 16
ბორჯომი – 78
ნინოწმინდა – 2
ასპინძა – 40
ადიგენი – 37

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგების გამო, სიკვდილი არ დაფიქსირებულა.

საერთო ჯამში, რეგიონში 3 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 37 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. კვლევაში რჩება 81 ნიმუში.