კორონავირუსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვრცელდება. როგორ დავიცვათ თავი, ინფექციისგან, რა ზომები მივიღოთ, რა შემთხვევაში ჩავიტაროთ ტესტირება და რამდენად გადატვირთულია საავადმყოფოს მუშაობა? – ამ და სხვა პრობლემების შესახებ JNEWS-ს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ალექსანდრე თოროიანი ესაუბრა.
– კორონავირუსთან დაკავშირებით რა ვითარებაა ახლა ახალქალაქში?
– ჩვენს რაიონში დღევანდელი დღის მდგომარეობით საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ვითარებაა. მეორე ტალღის პერიოდში ჩვენ საერთო ჯამში კარგ სიტუაციაში ვართ. მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსის ისეთი შემთხვევები გაჩნდა, რომლებმაც ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიწყო გავრცელება. რასთან არის დაკავშირებული ეს? ეს ჩემი პირადი აზრია, რომელიც ჩემს პირად გამოცდილებაზე და შესაბამის მონაცემებზეა დაფუძნებული.
პირველ რიგში, ჩვენ გვყავს მასა, რომელსაც კორონავირუსის არ სჯერა, ისინი უპასუხისმგებლო მიდგომას იჩენენ, მოსახლეობას შორის ავრცელებენ, ვითომ, ეს ტყუილია, კორონავირუსი არ არსებობს და ასე შემდეგ. ამან ძალიან ნეგატიური შედეგი გამოიწვია. ამის შედეგად დღეს ჩვენ გვყავს მატარებლები და ინფიცირებულები, და, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით.
მეორე რიგში, ჩვენი დაუდევარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. როდესაც ქალაქში გადიან, იქ საჭიროა ბაზარში, ან მაღაზიაში შესვლა, და როდესაც შენიშვნას აძლევ, თუ რატომ დადიან პირბადისა და დაცვის საშუალებების გარეშე, ისინი იცინიან და გვერდს გივლიან, მეტი არაფერი. ეს, ალბათ, უპასუხისმგებლობის ბოლო დონეა. ჩვენ მოწინავეები ვართ, მე არ მინდა ეტიკეტის მიწებება, მაგრამ ჩვენს შორის არიან ისინი, ვინც ეს სიტუაცია შექმნა.
ჩვენ არ გვინდა დღეს იმ აზრთან შეგუება, რომ შეკრებები, ქორწილები, დაკრძალვები, დაბადების დღეები, პირველი გაკვეთილები, ბოლო გაკვეთილები, ასო ანიდან ჰოემდე, ეს ყველა ორგანიზებული ღონისძიება მეორე პლანზე უნდა იყოს გადაწეული, ჩვენ ამის შესახებ საერთოდ უნდა დავივიწყოთ. დღეს გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, როგორ არის შესაძლებელი ადამიანის დაკრძალვა განსვენების გარეშე, ან როგორ დაკრძალონ მესამე დღეს, აი ამ ყველაფერმა მოგვიყვანა ამ სიტუაციამდე. დღეს ჯავახეთში საკმაოდ სერიოზული კლასტერი შეიქმნა, რომლის უმეტესობის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცით, მაგრამ არის ჯერ კიდევ უცნობი ნაწილები, საიდანაც ვრცელდება. ჩვენ ბევრი უსიმპტომო ადამიანი გვყავს, რომლებსაც ამ ადამიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა და თანდათან ხდება ცნობილი.
ეს ადამიანები არ არიან ავად, არ აქვთ ჩივილები, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები არიან, რადგან ჩვენს მოსახლეობას აქვს პარტიზანული ჩვევა – ექიმს ყველაფერს უმალავენ. შემდეგ, როდესაც იწყებთ დაინტერესებას, გამოკვლევას, ანამნეზის შეგროვებას, ვისთან, სად, როდის, ჩნდება წვრილმანები, მაგალითად, ერთს აჭარიდან სტუმრები ჰყავდა და ასე შემდეგ.
ეს ხალხი, მალავდა, არც კი ცდილობდა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართათ, უბრალოდ ინფორმირებულობისთვის მაინც, რათა ეს ხალხი კონტროლის ზონაში გაეყვანათ, რათა თვალყური ედევნებინათ და აუცილებლობის შემთხვევაში ტესტირება ჩაეტარებინათ. აი ძირითადი პრობლემები.
– რა პირობებში და როგორ ტარდება ახალქალაქში ტესტირება?
– ჩვენს ქვეყანაში ტესტირება სამედიცინო მიზეზებით ტარდება, თუკი პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები აქვს. პირველ რიგში, ის დადიოდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც კორონავირუსის კერები იყო დაფიქსირებული: აჭარა, კახეთი და ა.შ. თუკი ეს გამოირიცხება, მაგრამ პაციენტს აქვს სიცხე, ხველება, სისუსტე, მან უნდა მიმართოს ექიმს და მაშინ, ექიმის დანიშნულებით ტარდება ტესტირება და არა პაციენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ტესტის ჩაბარება და სახლში წასვლა უნდა, მას არ სურს ჩვენი მკურნალობა, გესმით, ასე არ შეიძლება. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წერია, რომ თუკი ამ სამი სიმპტომიდან ანამნეზში- ცხელება, ხველება და სისუსტე, ორი სიმპტომი აქვს, აუცილებელია ექიმს მიმართოს, სასურველია წინასწარ ადგილობრივ ექიმთან კონსულტაციის გავლა.
თუკი ეს ქალაქის მცხოვრებია, ახალქალაქის საავადმყოფოს ეკუთვნის, თუკი სოფლის მცხოვრები, გვყავს სოფლის ექიმები, რომლებიც ვალდებულნი არიან ამ საკითხებით დაკავდნენ და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოჯახის ექიმის შესახებ, მისი ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს და ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
– რას ურჩევთ მოსახლეობას?
– ჩემი ძირითადი თხოვნაა და ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, უსაფრთხოების ზომები გაითვალისწინონ, ძვირფასო ადამიანებო, გაიკეთეთ პირბადეები, ხელები, რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ, მუდმივად გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები, ხალხმრავალ შეკრებებს აარიდეთ თავი, ძირითადად, სოციალური დისტანცია დაიცავით, პასუხისმგებლიანი სამოქალაქო მიდგომა გამოიჩინეთ, თუ არა და ძალიან რთული ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. კორონავირუსი დღეს საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს სამედიცინო პერსონალს შორის.
ჩვენ უკვე ვიცით საიდან დაიწყო გავრცელება, სასწრაფო დახმარების სამსახურიდან სამშობიაროში და ასე დაიწყო გავრცელება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ძირითადად, თუკი ჩვენი მოსახლეობა საკუთარ თავს არ შეიცოდებს, პირველ რიგში და შემდეგ, სამედიცინო პერსონალს, ჩვენ ყველა ამ ფაქტს შევეჯახებით.
დღეს ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. არ გვყავს მორიგი ექიმები, მორიგი მედდები. აქ ხალხი პრეტენზიებით მოდის, რატომ მოხვედი, ისინი გვპასუხობენ, ცნობისთვის, ანუ არ არის სასწრაფო საქმე. მე გთხოვთ, გამოყავით პრიორიტეტული საქმე, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ სამკურნალო დაწესებულებას, არის რაღაცები, რის გაკეთებაც მერეც შეიძლება.
– ბევრი ადამიანი აფთიაქებში ექსპრესტესტებს აბარებს. რამდენად ზუსტია ეს ტესტები?
– ყველაზე ცუდი რამ, რაზეც მინდა საუბარი – იმ ხალხს, ვისაც ტესტის დადებითი შედეგი აქვს, ანუ ვირუსი დაუმტკიცდა, ჩვენ მალევე ვაცნობეთ და თვითიზოლირება ვთხოვეთ. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია სადაზვერვო ორგანოებს გადავეცით, რათა ისინი გააკონტროლონ. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს ხალხი სხვადასხვა ადგილას დადის, ახალციხეშიც, ახალქალაქში თქვეს, რომ ექსპრესტესტი გაიკეთეს, რომლის სიზუსტე 25%-ზე მეტს არ შეადგენს, ანუ 75% შეიძლება არასწორი ინფორმაცია იყოს. ხოლო ის ადამიანები, ვისაც კორონავირუსი ლაბორატორიაში დაუდგინდა, ანუ დადებითი პასუხი, სასწრაფო ტესტს აბარებენ და პასუხი უარყოფითი მოდის. ეს ადამიანები განაგრძობენ სხვების დაინფიცირებას.
დღესდღეობით მხოლოდ PCR ტესტია მსოფლიოში ყველაზე ზუსტი. ამ სწრაფი ტესტის ჩაბარება შეუძლია ყველა ჯანმრთელ ადამიანს, ვისაც არ ჰქონდა კონტაქტი, არ ჰქონდა სიმპტომი ან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მას შეუძლია ტესტი გაიკეთოს, მაგრამ ამ პასუხით ვერ იხელმძღვანელებს.
— რით განვასხვავოთ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპისგან?
თავიდან, პრინციპში, არაფრით განსხვავდება. კორონავირუსის შემთხვევაში მე-4-5 დღეს შემდეგი სიმპტომები ვითარდება, როგორიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, რომელსაც თან ახლავს მთელი სხეულის ტკივილი, თავის ტკივილები, აბსოლუტური სისუსტე, რომლის დროს ადამიანს სიარულიც კი არ შეუძლია. აი, რატომ ვიძახით, რომ, როგორც კი, რომელიმე სიმპტომი გაჩნდება, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ და თვითმიზანი არ უნდა გქონდეთ აუცილებლად გაიაროთ ტესტირება. აუცილებელია ექიმის რჩევების გათვალისწინება.
მე რეკომენდაციას გიწევთ, მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები – ხილი, ბოსტნეული, С ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, რატომაც არა, მიიღოთ С ვიტამინის შემცველი სააფთიაქო პრეპარატები, მაქსიმალურად მოერიდეთ ბავშვებთან ერთად ხალხმრავალი შეკრების ადგილებში სიარულს.
ჩვენს მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით აბსოლუტურად მცირე დონე აქვს. წესების დაუცველობის შედეგად გაჩნდა მსგავსი სიტუაცია, რომ ჩვენთან ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები. მოგიწოდებთ მკაცრად გაითვალისწინოთ ჰიგიენის წესები.