სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 23 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 196 044 შემთხვევაა დადასტურებული.
სომხეთში დღემდე ვირუსს 3 575 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 175 401-ია. ამასთან, ამჟამად ქვეყანაში 17 068 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.