საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 795, პისიარტესტით – 5 890.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,62%, ბოლო 14 დღის – 2,31%, ბოლო 7 დღის – 2,51%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829 გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 188, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 422 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.
ამასთან, 11 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი.