გუშინ საღამოს ამირანის გორაზე (ადგილობრივები უწოდებენ მას ტავშანკას) ჯვართან ყველამ შეამჩნია წითელი გული. ეს ჯვარი კარენ პაპიკიანმა დაამონტაჟა. მიზანი ერთია — ღმერთისადმი სიყვარული.
გულის დამონტაჟების იდეა კარენს მაშინ გაუჩნდა, როცა შეამჩნია, რომ ჯვარი არ ანათებდა და მისი აღდგენა გადაწყვიტა.
«როცა სომხეთიდან დავბრუნდი, ვნახე, რომ ჯვარი არ ანათებდა. ზოგადად ძალიან რელიგიური ვარ, ყოველთვის ვუყურებ ამ ჯვარს, გადავწყვიტე, რომ ამ ჯვრის სინათლის აღდგენაა საჭირო. თავიდან ელექტრიკოსი გავგზავნე, მაგრამ ვერ შეძლო, მაშინ პირადად მე წავედი, აღვადგინე განათება და ვნახე, რომ გვერდზე 4-მეტრიანი მზა პანელი დგას და მშინ მომაფიქრდა იქ გულის დამონტაჟების იდეა»,- ამბობს კარენი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა გულის დამონტაჟება, ამბობს, რომ კონსულტაცია გაუწია 14 და 9 წლის ვაჟებს.
«ჩემმა უმცროსმა ვაჯმა მითხრა: «მამა, თუ იქ ჯვარი და გული იქნება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ღმერთი სიყვარულია» და ასეც გადავწყვიტე გაკეთება. ეს ნიშნავს გული — სიყვარული, ხოლო ჯვარი — ღმერთი არის სიყვარული,იმის ნიშნად, რომ ადამიანები გარდაიქმნებიან, უფრო ღვთისმორწმუნე უნდა იყვნენ, ღმერთისადმი სიყვარული უნდა გაავრცელონ, გააკეთონ სიკეთე. ეს იყოს სიყვარულის აღორძინება, რათა ხალხმა ერთმანეთი შეიყვაროს და პატივი სცეს, მხარში ამოუდგეს და გვერდში ამოუდგეს, როგორც მე ამომიდგნენ მხარში»,- ყვება კარენი.
კარენ პაპიკიანი მიზნის მისაღწევად ყველა კარს აკაკუნებდა და მერიისგან თანხმობა მიიღო.
«მერს მინდა პირადად გადავუხადო მადლობა დახმარებისთვის და ნებართვის მოცემისთვის. მეგობრები, ელექტრიკოსები დამეხმარნენ. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა»,- ამატებს ის.
კარენმა მეტალის გულის მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულა, შემდეგ მეგობრებთან ერთად მთის მწვერვალზე აიტანა და დაამონტაჟა. გულის დამონტაჟებამდე კარენმა საკუთარი იდეა განიხილა გაგიკ არუთუნიანთან, ვინც პანელი დაამონტაჟა, და არტურ მანასიანთან, ვინც ჯვარი დაამონტაჟა, რომლებიც ასევე არ იყვნენ წინააღმდეგნი.
ამ წითელი მეტალის ჯვრის სიმაღლე და სიგანე 4 მეტრია .