გაუპატიურების ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს

28.09.2026 Newsroom სიახლე 267
გაუპატიურების ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან – ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს.

როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ამის შემდეგ გოგო თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით, გოგოს დედამ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი შშმ პირი შვილი გააუპატიურეს.

საქმეზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ახალგაზრდა კაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას.

დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა შესაბამისი სტატუსი არ აქვს.

საქმეზე გამოძიება 137- ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე