ახალქალაქში მუსიკალური საღამო, რომელიც ორჯერ გადაიდო, საბოლოოდ 15 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ახალქალაქის მერიის Facebook გვერდზეა ნათქვამი.
შეგახსენებთ, , რომ “ღამის შოუს” ჯგუფის გამოსვლა თავდაპირველად 9 სექტემბერს იყო დანიშნული, ახალქალაქის ქალაქის დღეს, თუმცა გურიაში დაღუპულთა ტრაგედიის გამო გადაიტანეს. შემდეგ კონცერტი 25 სექტემბერს დაიგეგმა, თუმცა მთიან ღარაბაღში აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებით, კონცერტის ჩატარების შესახებ სიახლე ახალქალაქის ახალგაზრდებმა სკეპტიკურად აღიქვეს. სოციალურ ქსელებში ახალგაზრდებს შორის მოძრაობა დაიწყო, რომელშიც კონცერტის გაუქმებას ან გადატანას მოითხოვდნენ. შედეგად კონცერტი გარკვეული დროით გადაიტანეს.
“ღამის შოუს” კონცერტი გადაიდო
გაიმართება თუ არა ახალქალაქში “ღამის შოუს” კონცერტი?