წინასწარი მონაცემებით, წლეულს ერთი ტუკი თივა 15 ლარი ეღირება, რაც შარშანდელზე ძვირია, როცა დაახლოებით 10 ლარი ღირდა. ამასთან, 2022 წლის გაზაფხულზე, ერთი ტუკი თივა დაახლოებით 20 ლარიც კი ღირდა.
სოფელი ლომატურცხი
ახალქალაქის მცხუნვარე მზის ქვეშ სოფლის მოსახლეობა თივას თიბავს, ვინაიდან წელს ძლიერი წვიმა იყო და შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტი თივაა, რაც ბუნებრივია თივის ფასზე აისახება. მინდვრებში ჩანს, როგორ იცავენ თავს ქალები თეთრი თავსაფრით ზაფხულის ძლიერი მზისა და ქარისგან, რომ არ დაიწვან. სამუშაოსთვის ძირითადად ძველ ინსტრუმენტებს იყენებენ. თუმცა, ეს არ არის საქონლისთვის ზამთრისთვის თივის შეგროვების ერთადერთი გზა.
გაიანე და ტონია
გაიანე (თეთრი თავსაფრით), სომხეთიდან სოფელში 5 წლის წინ დაბრუნდა, ქმრის მშობლებს მოვლა სჭირდებოდათ, მოსათიბად ნათესავ ტონიასთან ერთად გავიდა, რომელსაც დღემდე აინტერესებს, რატომ დაბრუნდა გაიანე სოფელში. აქ ცხოვრება რთულია, ქალებს კაცებთან ერთად მოთიბვა და ბევრი სხვა მძიმე სამუშაო უწევთ.
„შარშან ერთი ტუკი თივა 12 ლარი ღირდა, გაზაფხულზე უკვე 25 ლარი გახდა, ერთი ძროხა მყავს, რა ვქნა, თუ თივას არ მოვთიბავ. წელს ვერ დავიქირავეთ მუშა, ყველა თავისთვის თიბავს“, – ამბობს ტონია.
ბევრ ქალს უწევს მოთიბვა, ამ მძიმე სამუშაოს შესრულება ქალებს უხდებათ, როცა სახლში მამაკაცი არ არის ან კაცები რუსეთში სეზონურ სამუშაოზე არიან წასულები.
როგორც წესი, შუადღისას, როცა მზე იწვის, მაღალმთიანი ახალქალაქის მცხოვრებლები სახლში მიდიან, მუშაობას მეორე დილით ან საღამოს განაგრძობენ, მზის ჩასვლის შემდეგ.
როგორც წესი, თუ მოსათიბი ტერიტორია მცირეა, სათიბებს იყენებენ, მაგრამ ბოლო დროს მოსახლეობამ ცოტათი გაიადვილა მუშაობა და სხვა თანამედროვე ტექნიკას იყენებს, მათ შორის ისეთს, რომელიც თივას ტუკებად აქცევს. თივის ტუკების წაღება ასე უფრო მარტივია.
თუ ტექნიკა არის, ნაკლები ხალხი მიდის მინდორში სამუშაოდ, თუმცა მთელი ზაფხულის განმავლობაში სოფლებში უფრო მეტ ადამიანს ან დილით ადრე ნახავ, ან დაბნელებისას.
მოსახლეობას, რომლებსაც საქონელი ჰყავთ, თუნდაც მცირე რაოდენობით, სხვა გზა არ რჩება, გარდა ბალახის მოთიბვისა. მაგალითად, 2021 წელს ტუკი 8-10 ლარი ღირდა. მაშინ სოფლის მცხოვრებლებმა ასეთი ფასი ძალიან ძვირად მიიჩნიეს. როგორც მაშინ თქვეს, მისაღებ ფასად ითვლებოდა 4-5 ლარი ერთ ტუკზე. თუმცა, შარშან ბევრს მოუწია თივის ყიდვა, რადგან წელი მშრალი იყო და თივის დეფიციტი იყო. წელს მოსახლეობამ ჯერ არ იცის, რა ეღირება თივა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით 15 ლარზეა საუბარი. სოფელ ლომატურცხის მცხოვრებლების თქმით, რომლებიც თივას თიბავენ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ნათელი, რომ თივა ძვირი იქნება, როცა ერთ ტუკზე 20-25 ლარს ითხოვდნენ.
მოთიბული თივა, რომელიც მალე ტუკებად გადაიქცევა.
სოფელში სამუშაო მთელი წლის განმავლობაშია, ზაფხულში სოფლის მოსახლეობა მეტ დროს მინდვრებში ატარებს, ზამთარში კი ბეღელში და სარდაფებში კარტოფილის გადარჩევაში.