საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებულ აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე ერთი თვეა მონიშვნები და საცალფეხო გადასასვლელები კეთდება, რადგან ამ მონაკვეთზე ბევრი ავარია და ფეხით მოსიარულეების შეჯახება ხდება. თუმცა, ქალაქის დანარჩენ ნაწილსი მონიშვნები და საცალფეხო გადასასვლელები არ არის.
შარშან, 2022 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი იყო გამოყოფილი ახალქალაქის ქუჩების მონიშვნაზე, წელს არც მონიშვნებისა და საცალფეხო გადასასვლელებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის.
აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ახალქალაქი ქალაქს ემსგავსება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ პრაქტიკულად აიძულა მონიშვნები და საცალფეხო გადასასვლელები გაეკეთებინა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ ნაწილში ავარიები ყველაზე ხშირად ხდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქუჩებზე ავარიები იშვიათია და მოსახლეობა არ არის მიჩვეული ქვეითთა გადასასვლელებს და ქუჩას სადაც მოუხერხდებათ იქ გადადიან. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მონიშვნები, რომლებიც კეთდება, სწრაფად ქრება.
როდესაც Jnews-მა აღმაშენებელზე ფეხით მოსიარულის მორიგი შეჯახების შემდეგ კვლავ დაწერა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ელემენტარული პირობების არარსებობის შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე არ არის.
“ადგილობრივი ხელისუფლების საქმე რომ ყოფილიყო, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდით. მერიასთან ერთად ნებისმიერ ადგილობრივ პრობლემას უფრო სწრაფად მოვაგვარებთ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, საკითხის მოგვარება იწყება წერილების დაწერით”, – Jnews-თან ინტერვიუში 2023 წლის 7 ივნისს თქვა ირიციანმა და კომენტარი გააკეთა: რატომ არ ზრუნავს ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში და კონკრეტულად „საშიშ ზონაში“ მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
აღმაშენებლის საშიში მონაკვეთი – რატომ არის ავარიები თანმიმდევრული.
რადგან ახლა მხოლოდ აღმაშენებლის ქუჩაზეა მონიშვნები და საცალფეხო გადასასვლელები, გაჩნდა კითხვა, რა მოხდება დანარჩენ ქუჩებზე და, კერძოდ, აღმაშენებლის ქუჩის გაგრძელებაზე, თავისუფლების ქუჩაზე, რომელიც არანაკლებ დატვირთულია მანქანებისა და საცალფეხო მოძრაობით.
„ამჟამად მონიშვნა და საცალფეხო გადასასვლელები არ არის გათვალისწინებული, ბიუჯეტის ფარგლებში არ გვაქვს ამისთვის თანხები, მაგრამ პროცესში შეიძლება იყოს. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ გზების მოასფალტება მიმდინარეობს, ორმოების რემონტს ვატარებთ, ამიტომ ეს ჯერ არ არის გათვალისწინებული“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომაგისტრალის ნაწილის ჯავახეთის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, რომელიც რამდენიმე წელია ჭიანურდება, ქალაქის ცენტრში მოძრაობა ძალიან დაძაბულია. ამ დაძაბულობის გამო ცენტრში მოძრაობის გარკვეული შეზღუდვები დროებით მოიხსნა. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება ჯავახეთის რეაბილიტაციის დასრულებას ელოდება, რათა გადახედოს და განაახლოს ქალაქში და მის შესასვლელთან არსებული ნიშნები და მოძრაობის წესები.