ახალქალაქის მუიციპალიტის ოთხი საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული, რადგან სკოლის, რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 3 სკოლა დისტანციურად მუშაობდა, დღეს მათ კიდევ ერთი შეემატა.
დღეიდან სოფელ სულდას სკოლა დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმში გადავიდა. ვაჩიანას სკოლა ონლაინ რეჟიმში 8 ოქტომბრიდან მუშაობს , სოფელ აბულის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 4 ოქტომბრიდან არის გადასული. ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა 6 ოქტომბრიდან დაიხურა. სკოლებში კარანტინი უკვე 12 დღეა გამოცხადებულია.