2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.068 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 52 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 9.016 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
აგვისტოს მონაცემებით, მთავრობის პირდაპირი საგარეო ვალი 8.805 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ამ თანხიდან მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 6.759 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო ორმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 1.547 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 263.234 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფოს უმსხვილესი კრედიტორები არიან აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
კერძოდ, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ძირითადი კრედიტორების სია შემდეგია:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 2.508 მილიარდი აშშ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) — 1.914 მილიარდი აშშ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) — 1.348 მილიარდი აშშ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA) — 345.770 მილიონი აშშ დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) — 243.058 მილიონი აშშ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) — 209.430 მილიონი აშშ დოლარი.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ვალი აქვს საფრანგეთის — 846.051 მილიონი აშშ დოლარის, გერმანიის — 576.889 მილიონი აშშ დოლარის, იაპონიის — 106.078 მილიონი აშშ დოლარის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიმართ.