20 მარტის ღამით, ძლიერმა ქარმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა ახალქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა, მრავალ შენობას სახურავი მოხადა. ახალქალაქის მერიაში ზარალის ოდენობის შესაფასებლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რათა საკომპენსაციო თანხის მოცულობა განისაზღვროს. ამ დროისთვის კომისიაში 60-ზე მეტი განცხადება შევიდა, თუმცა ეს არ არის საბოლოო რიცხვი, მერია განაცხადებების მიღებას განაგრძობს.
მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძის თქმით, განაცხადები ყოველდღე მიიღება.
„დღევანდელი მონაცემებით, 20 სოფლიდან მივიღეთ განცხადება, არის სოფელი, სადაც 8 შენობა დაზიანდა, არის სოფელი, სადაც ერთი შენობა დაზიანდა და ა.შ. სოფლის მცხოვრებლები განაგრძობენ ჩვენთან დაკავშირებას, ჩვენი კომისიის წევრები ამოწმებენ ადგილზე. ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ იმ სოფლებში, საიდანაც ახალი განაცხადები მივიღეთ“.
ზარალის შეფასების სამუშაოების დასრულებისთანავე სპეციალური კომისია კომპენსაციის გადახდას დაიწყებს.
ძლიერმა ქარმა ახალქალაქში სახლებს სახურავები მოხადა